

|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლები და სამკერდე ნიშნები |
/მედალიონი "განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის" (შსს-ს თანამშრომლისათვის)/
ავერსი:
მედალიონი "განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის" წარმოადგენს მრგვალი ფორმის მედალიონს, რომლის ცენტრში მეწამულ (წითელ)
ველზე გამოსახულია ოქროსფერი ლომი (შსს სიმბოლო). მედალიონის გარშემო ოქროსფერ ველზე ოქროსფერი წარწერაა ამოტვიფრული: "განსაკუთრებული დამსახურებისა
და გაწეული ღვაწლისათვის და აბრევიატურა "შსს".
რევერსი:
მრგვალი ოქროსფერი მეტალის მედალიონის უკანა მხარეს ამოტვიფრულია: ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი; ინგლისური წარწერა: "DISTINGUISHED MEDAL OF ACHIEVEMENT"
და აბრევიატურა "შსს".
დაჯილდოვების წესი:
სამინისტროს მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის" ჯილდოვდებიან
სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტაში;
|
 |
/მედალიონი "განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის" (შსს-ს თანამშრომლისათვის)/
ავერსი:
მედალიონი "განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის" წარმოადგენს მრგვალი ფორმის მედალიონს, რომლის ცენტრში მეწამულ (წითელ)
ველზე გამოსახულია ოქროსფერი ლომი (შსს სიმბოლო). მედალიონის გარშემო ოქროსფერ ველზე ოქროსფერი წარწერაა ამოტვიფრული: "განსაკუთრებული დამსახურებისა
და გაწეული ღვაწლისათვის და აბრევიატურა "შსს".
რევერსი:
მრგვალი ოქროსფერი მეტალის მედალიონის უკანა მხარეს ამოტვიფრულია: ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი; ინგლისური წარწერა: "DISTINGUISHED MEDAL OF ACHIEVEMENT"
და აბრევიატურა "შსს".
დაჯილდოვების წესი:
სამინისტროს მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისათვის" ჯილდოვდებიან საქართველოს
მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სხვა პირები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანეს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში,
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში ან რომელთა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს კომპეტენციას მიკუთვნებული
ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას.
|
 |
/მედალიონი "მამაცობისათვის" (შსს თანამშრომელთა და სხვა პირთათვის)/
ავერსი:
მედალი "მამაცობისათვის" წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერი მეტალის მედალიონს, რომლის ცენტრში გადაჯვარედინებულ ორ ხმალზე
გამოსახულია ფარი ლომის გამოსახულებით (შსს სიმბოლო).
მედალიონის გარშემო განლაგებულია ოთხი მცირე ჯვარი; მედალიონი ქართული "ვაზის წნულის" ორნამენტის დეტალით (საკიდით) უკავშირდება ბაფთას.
ბაფთა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, ცენტრში ფართო ოქროსფერი, ხოლო კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.
მედალის თამასა არის ლივლივა მეწამული (წითელი) ფერის, ცენტრში ფართო ოქროსფერი, ხოლო კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.
რევერსი:
მრგვალი ოქროსფერი მეტალის მედალიონის უკანა მხარეს ამოტვიფრულია: ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი; ინგლისური წარწერა: "DISTINGUISHED MEDAL OF ACHIEVEMENT"
და აბრევიატურა "შსს".
დაჯილდოვების წესი:
სამინისტროს მედლით - "მამაცობისათვის" ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები და სხვა პირები, რომელთაც
დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიჩინეს განსაკუთრებული მამაცობა და თავდადება.
|
 |
/სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" (10 წელი)/
ავერსი:
სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" წარმოადგენს ვერცხლისფერ მრგვალ მედალიონს, რომლის ცენტრში ოქროსფერ ველზე გამოსახულია (წითელი)
ფერის ჯვარი (სახ. დროშის მცირე ჯვარი), ხოლო ჯვრის ქვეშ აბრევიატურა "შსს". მედალიონის გარშემო ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე ვერცხლისფერი წარწერაა:
"უმწიკვლო სამსახურისათვის".
რევერსი:
სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.
დაჯილდოვების წესი:
სამინისტროს სამკერდე ნიშნით - "უმწიკვლო სამსახურისათვის" ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ხასიათდებიან
დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება "უმწიკვლო სამსახურისათვის" ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით,
რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის.
|
 |
/სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" (15 წელი)/
ავერსი:
სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" წარმოადგენს ოქროსფერ მრგვალ მედალიონს, რომლის ცენტრში ოქროსფერ ველზე გამოსახულია (წითელი)
ფერის ჯვარი (სახ. დროშის მცირე ჯვარი), ხოლო ჯვრის ქვეშ აბრევიატურა "შსს". მედალიონის გარშემო ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე ოქროსფერი წარწერაა:
"უმწიკვლო სამსახურისათვის".
რევერსი:
სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.
დაჯილდოვების წესი:
სამინისტროს სამკერდე ნიშნით - "უმწიკვლო სამსახურისათვის" ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ხასიათდებიან
დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება "უმწიკვლო სამსახურისათვის" ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით,
რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის.
|
 |
/სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" (20 წელი)/
ავერსი:
სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" წარმოადგენს სტილიზებულ ოქროსფერ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამული (წითელი)
ფერის ჯვარი (სახ. დროშის მცირე ჯვარი). ფარის გარშემო გამოსახულია ქართული სტილიზებული ორნამენტი "ვაზის წნული". სამკერდე ნიშნის ქვევით რომბის ფორმის
მეწამული ფერის ველზე, გამოსახულია წარწერა "20". კომპოზიციას აგვირგვინებს ოქროსფერი აბრევიატურა "შსს".
რევერსი:
სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.
დაჯილდოვების წესი:
სამინისტროს სამკერდე ნიშნით - "უმწიკვლო სამსახურისათვის" ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ხასიათდებიან
დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება "უმწიკვლო სამსახურისათვის" ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით,
რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის.
|
 |
/სამკერდე ნიშანი "დამსახურებული პოლიციელი"/
ავერსი:
სამკერდე ნიშანი "დამსახურებული პოლიციელი" წარმოადგენს ოვალურ ვერცხლისფერ მედალიონს, რომლის ცენტრში ზევიდან ქვევით დაშვებულია
ვერცხლის ხმალი; მედალიონის მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. კომპოზიციას საფუძვლად უდევს სადევიზო ბაფთა,
რომლის მეწამულ ველზე გაკეთებულია წარწერა ოქროსფერი "შსს".
რევერსი:
სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.
დაჯილდოვების წესი:
სამინისტროს სამკერდე ნიშნით - "დამსახურებული პოლიციელი" ჯილდოვდებიან ზღვრულ ასაკს მიღწეული
სამინისტროს თანამშრომლები და სამინისტროს ღვაწლმოსილი ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის
განხორციელებისას გამოირჩეოდნენ საქმის კეთილსინდისიერი შესრულებით.
|
 |
/სამკერდე ნიშანი "წარჩინებული"/
ავერსი:
ინფორმაცია არ არის.
რევერსი:
ინფორმაცია არ არის.
დაჯილდოვების წესი:
ინფორმაცია არ არის.
|
 |
/სამკერდე ნიშანი "წარჩინებული გამომძიებელი"/
ავერსი:
"საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის" სამკერდე ნიშანი წარმოადგენს ბაროკალურ ფარზე, წითელ (შინდისფერ) ველზე ლომის გამოსახულებას.
ფარის ქვემოთ გამოხატულია ხმალი და სასწორი. სადევიზო ბაფთაზე წარწერაა "წარჩინებული გამომძიებელი". სამკერდე ნიშანს ზემოდან ამშვენებს წარწერა - "საქართველოს შსს".
რევერსი:
სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.
დაჯილდოვების წესი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებლის" სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან წახალისების მიზნით,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები, რომლებმაც შს საგამოძიებო ორგანოებში იმსახურეს არანაკლები 10 წელი და ხასიათდებიან
დადებითად, წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და გამოირჩევიან სანიმუშო ყოფაქცევით.
|
 |
/მედალიონი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის"/
სამინისტროს მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც
განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტაში, ასევე საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის
მოქალაქეები და სხვა პირები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი შეიტანეს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში
ან რომელთა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას.
მედლის აღწერილობა:
მედალიონი წარმოადგენს მრგვალი ფორმის ფარს, რომლის ცენტრში ოქროსფერ ველზე რელიეფურად გამოსახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა.
ფარს გარშემო შემოყვება ვერხლის ქობა, რომელზეც ინგლისურად აწერია "Ministry of internal affairs of Georgia". მედალიონის დიამეტრია 5 სმ.
|
 |
/მედალი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" (I ხარისხის)/
სამინისტროს I და II ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები
და სხვა პირები, რომელთაც დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიჩინეს განსაკუთრებული მამაცობა და თავდადება ან რომელთა დამსახურებითაც
სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას.
ავერსი:
I ხარისხის მედალი წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერ კანტშემოვლებულ თეთრი მინანქრის ჯვარს (მალტური ჯვარი), რომელიც მოთავსებულია
ოქროსფერ რკალზე. თეთრი ჯვრის ცენტრში რელიეფურად გამოსახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა (ემბლემა მცირეოდენ სცილდება ჯვრის ცენტრს).
რევერსი:
ჯვრის უკანა მხარეს რელიეფურად ინგლისურ ენაზე აწერია "Ministry of internal affairs of Georgia. for merit" და მედლის ნომერი.
ბაფთა:
ბაფთის ფერი იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებს - ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველს შუაში გასდევს მეწამული ზოლი,
ხოლო ოქროსფერ ქობასა და მეწამულ ზოლს შორის მეწამული ჯვრებია.
თამასა:
ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველზე არის ვერტიკალური წითელი ზოლი, რომლის ორივე მხარეს (ოქროს ქობასა და მეწამულ ზოლს შორის)
მოთავსებულია მეწამული ჯვრები. მედლის დიამეტრია 5 სმ. მედალი წარმოადგენს ყელსაკიდს.
|
 |
/მედალი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" (II ხარისხის)/
სამინისტროს I და II ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები
და სხვა პირები, რომელთაც დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიჩინეს განსაკუთრებული მამაცობა და თავდადება ან რომელთა დამსახურებითაც
სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტისას.
ავერსი:
II ხარისხის მედალი წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერ კანტშემოვლებულ თეთრი მინანქრის ჯვარს (მალტური ჯვარი) მოთავსებულს ოქროსფერ რკალზე.
რომელიც ერთიანად განთავსებულია თექვსმეტქიმიან ოქროსფერ ვარსკვლავზე. თეთრი ჯვრის ცენტრში რელიეფურად გამოსახულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა
(ემბლემა მცირეოდენ სცილდება ჯვრის ცენტრს).
რევერსი:
თექვსმეტქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავის უკანა მხარეს ინგლისურ ენაზე რელიეფურად აწერია "Ministry of internal affairs of Georgia. for merit" და მედლის ნომერი.
ბაფთა:
ბაფთის ფერი იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებს - ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველს შუაში გასდევს სამი წითელი ზოლი.
თამასა:
ოქროსფერ ქობაშემოვლებულ თეთრ ველზე არის სამი ვერტიკალური წითელი ზოლი. მედლის დიამეტრია 4,3 სმ. მედალი წარმოადგენს გულსაკიდს.
|
 |
|
|
|