ცქიტიშვილი ავთანდილ, გენერალ-მაიორი

თარიღი: 2014-04-17 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 32767






  • ცქიტიშვილი ავთანდილ
  • 26.07.1950
  • გენერალ-მაიორი
  • სამოქალაქო განათლება
  • სამხედრო განათლება
    • 1969-1972 წწ. - თბილისის საარტილერიო სასწავლებელი;
    • 1978-1981 წწ. - ლენინგრადის საარტილერიო აკადემია;
  • შრომითი საქმიანობა
    • 1972 წელი - სსრკ შეიარაღებული ძალების მე-13 გვარდიული სატანკო დივიზიის მე-6 მოტომსროლელთა პოლკის, არტილერიის მართვისა და დაზვერვის ოცეულის მეთაური, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა;
    • 1973 წელი - სსრკ შეიარაღებული ძალების მე-13 გვარდიული სატანკო დივიზიის მე-6 მოტომსროლელთა პოლკის, არტილერიის მართვისა და დაზვერვის ასეულის მეთაური, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა;
    • 1975 წელი - შუა აზიის სამხედრო ოლქის პირველი არმიული კორპუსის 155-ე მოტომსროლელთა დივიზიის 515-ე მოტომსროლელთა პოლკი;
    • 1976 წელი - შუა აზიის სამხედრო ოლქის პირველი არმიული კორპუსის 155-ე მოტომსროლელთა დივიზიის 906-ე ცალკეული საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსი;
    • 1981 წელი - ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის მე-11 გვარდიული არმიის საარტილერიო ბრიგადის დივიზიონის მეთაური;
    • 10.1981 წელი - მე-40 სატანკო დივიზიის 886-ე გვარდიულ-საარტრილერიო პოლკის შტაბის უფროსი;
    • 1985 წლიდან - მოღვაწეობას აგრძელებს შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში;
    • 1986 წლიდან - 129-ე დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაური;
    • 1989 წლიდან - სამსახურს აგრძელებს საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის შტაბში;
    • 1991 წელი - გვარდიის ჩამოყალიბების დღიდან, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინადადებით დაანება თავი სსრკ შეიარაღებული ძალების შემადგენლობას და დაინიშნა ახალი საქართველოს პირველი ბრიგადის პირველ მეთაურად და დაევალა მისი ჩამოყალიბება და დაკომპლექტება;
    • 08.1991 წელი - ეროვნული გვარდიის სარდლის პირველი მოადგილე;
    • 01.1992 წელი - თავდაცვის სამინისტროს მთავარი საბრძოლო სამმართველოს უფროსი(დაევალა სამხედრო აკადემიის ჩამოყალიბება);
    • 02.1992 წელი - შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსი;
    • 05.1993 წელი - შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
    • 1993 წელი - ერთ-ერთ პირველთაგან მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება;
    • 1993 წელი - სოხუმის დაცემის შემდეგ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან;
    • 1996 წელი - პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თხოვნით დაბრუნდა სამსახურში სასაზღვრო ძალების მთავარი შტაბის უფროსად;
    • 1996 წელი - მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება;
    • 2000 წლიდან - კვლავ დაანება თავი სამსახურს და ხდება ვეტერანთა მოძრაობის აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. "ძალოვან სტრუქტურების ვეტერანთა ლიგისა" და "საქართველოს ლეგიონის" ერთ-ერთი დამფუძნებელი;
    • 2013 წლიდან - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი;
    • 06.12.2013 წელი - გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
  • ჯილდოები
    • ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენი;
    • უცხო ქვეყნებისა და საქართველოს სამხედრო და სახელმწიფო 3 ორდენი და 19 მედალი;
  • უცხო ენები
  • ოჯახური მდგომარეობა
    • მეუღლე, ვაჟი(გარდაცვლილი) და ქალიშვილი.




შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: www.for.ge