საქართველო
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საჰაერო გზით გადაყვანას უზრუნველყოფს ავიაკომპანია "აირზენა",
რომლის განკარგულებაშია ამ დროისთვის ერთი თვითმფრინავი Bombardier Challenger 850, სარეგისტრაციო ნომრით 4L-GAA.
მეორე თვითმფრინავი - Gulfstream 450, სარეგისტრაციო ნომრით 4L-GAF, რომლის საფასურს იხდიდა თავდაცვის სამინისტრო,
მისივე გადაწყვეტილებით დაუბრუნდება უკან მწარმოებელს. Gulfstream 450 პრეზიდენტსა და მთავრობას ემსახურებოდა 2011-2012 წლებში.
მის შეძენამდე სარეგისტრაციო ნომერი 4L-GAF ეკუთვნოდა Bombardier Challenger 850-ს, იგივე CRJ 200-ს. ქვეყნის გარეთ ფრენისას
პრეზიდენტის რეისის ნომერი არის TGZ1601/1602, ხოლო სამთავრობო რეისის კი - TGZ1603/04 (TGZ - ა/კ "აირზენასთვის" ICAO-ს მიერ
მინიჭებული კოდი, რომელიც ემთხვევა ამ კომპანიის ერთერთი მფლობელის ინიციალებს - Tamaz Gaiashvili Zena). ქვეყნის შიგნით
ფრენებისთვის პრეზიდენტსა და მთავრობას ემსახურება ავიაკომპანია "თუშეთის" კუთვნილი ვერტმფრენი Eurocopter EC-155, სარეგიტრაციო
ნომრით 4L-AAA, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იქნა შეძენილი. Eurocopter EC-155 სამხედრო ექსპერტების
თქმით აღჭურვილი უნდა იყოს ანტისარაკეტო სისტემით.
4L-GAA - Bombardier Challenger 850 |
 |
4L-GAF - Gulfstream 450 |
 |
4L-AAA - Eurocopter EC-155 |
 |
სომხეთი
სომხეთის პრეზიდენტისა და მთავრობის განკარგულებაშია სამი სამთვრობო თვითმფრინავი,
რომლებიც ავიაკომპანია "Armavia"-ს მფლობელობაშია. პრეზიდენტს ემსახურება Airbus A319, სარეგისტრაციო ნომრით EK-RA01, ხოლო რეისის
ნომერი საზღვარგარეთ ფრენისას არის RNV9001/9002 (RNV - ა/კ "Armavia"-სთვის ICAO-ს მიერ მინიჭებული კოდი). მთავრობას ემსახურება საბჭოური
წარმოშობის ტუპოლევის Ту-134, სარეგისტრაციო ნომრით EK-65072 და იაკოვლევის Як-42Д სარეგისტრაციო ნომრით EK-42470.
EK-RA01 - Airbus A319 |
 |
EK-65072 - Туполев Ту-134А-3 |
 |
EK-42470 - Яковлев Як-42Д |
 |
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის სამთავრობო ფლოტი საქართველოსთან და სომხეთთან შედარებით მრავალფეროვანია.
ფლოტის შემაგდენლობაში შედის სამი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძირითადი თვითმფრინავი არის Boeing 767-300
"Baku-1", სარეგისტრაციო ნომრით 4K-AI01, რომელიც აღჭურვილია ანტისარაკეტო, ჰაერში საწვავით გამართვისა და რადიო ჩახშობის საწინააღმდეგო
სისტემებით. რეისის ნომერი არის AHY001/002 (AHY - აზერბაიჯანის ავიახაზებისათვის ICAO-ს მიერ მინიჭებული კოდი). ასევე მის განკარგულებაშია
Airbus A319-115X CJ "Baku", სარეგისტრაციო ნომრით 4K-AZ01, Boeing 767-300, სარეგისტრაციო ნომერით 4K-BAKU-1 და Gulfstream G550, სარეგისტრაციო
ნომრით 4K-AZ888. ქვეყნის შიგნით ფრენებისათვის აზერბაიჯანის მთავრობა ასევე სარგებლობს მილის Ми-8 ტიპის ვერტმფრენით, სარეგისტრაციო ნომერი 4K-BAKU-3.
პრეზიდენტისა და მთავრობის საჰაერო გზით გადაყვანას უზრუნველფოფს აზერბაიჯანის ავიახაზები და ავიაკომპანია "Silk Way Business Aviation".
4K-AI01 - Boeing 767-300 |
 |
4K-AZ01 - Airbus A319 |
 |
4K-AZ888 - Gulfstream 550 |
 |
4K-BAKU-1 - Boeing 767-300 |
 |
4K-BAKU-3 - Миль Ми-8 |
 |
თურქეთი
თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს ემსახურება ორი სპეციალური მოდიფიკაციის თვითვმფრინავი.
პირველი და მთავარი საჰაერო ტრანსპორტი არის Airbus A319-115X CJ (იყენებს ევროპაში, შუა აზიასა და აფრიკაში სამოგზაუროდ), სარეგისტრაციო ნომერი TC-ANA.
ამ თვითმფრინავის სახმისი არის TCANA (Türkiye Cumhurieti ANA - თურქეთის რესპუბლიკა დედა). მეორე თვითმფრინავი არის Gulfstream G550, სარეგისტრაციო
ნომერი TC-DAP, რომელსაც იყენებს შორ მანძილზე სამოგზაუროდ. რაც შეეხება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის განკარგულებაში არის Gulfstream IV,
სარეგისტრაციო ნომერი TC-ATA, ხოლო სახმისი არის TCATA (Türkiye Cumhurieti ATA - თურქეთის რესპუბლიკა წინაპარი/უხუცესი). თურქულ ენაში სიტყვა ATA
აღნიშნავს ოჯახის ან ქვეყნის ლიდერს (ათათურქი - თურქების მამა, უხუცესი თურქი). სწორედ ამ ფონზე TC-ATA აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის ლიდერს,
რომლის პოსტიც ეკავა თვითონ ათათურქს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თვითმფრინავებისა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ემსახურება ავიაკომპანია "Turkish Airlines"-ის
რამოდენიმე VIP და სპეციალური მოდიფიკაციის თვითმფრინავები. ყველა სამთავრობო საჰაერო ხომალდი იმართება თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურეების
მიერ.
TC-ANA - Airbus A319 |
 |
TC-DAP - Gulfstream 550 |
 |
TC-ATA - Gulfstream IV |
 |
რუსეთი
1941 წლის 23 ივნისს ვნუკოვოს აეროდრომზე ჩამოყალიბდა სპეციალური დანიშნულების მოსკოვის ავიაჯგუფი (МАГОН),
რომელსაც დაევალა სსრკ-ს ხელმძღვანელი პირების გადაყვანა Ли-2, ПС-9 და С-47 თვითმფრინავებით. იოსებ სტალინმა მხოლოდ ერთხელ ისარგებლა სამთავრობო ავიაციის
С-47-ით, მაშინ როდესაც სტუმრობდა თეირანის კონფერენციას. 40-იანი წლების ბოლოს სამთავრობო ავიაციის ფლოტში გაჩნდა მოდერნიზებულ სალონიანი Ил-12 და Ил-14.
1956 წლის 13 აპრილს შეიქმნა სპეციალური დანიშნულების ავია ქვედანაყოფი (АОН) მოსკოვის სარანსპორტო ავიაციის მმართელობის შემადგენლობაში. 1957 წლიდან
ქვედანაყოფის ავიაპარკს შეემატა Ту-104 და Ил-18, რომელთაგანაც ბოლო ნ.ხრუშოვის საყვარელი თვითმფრინავი იყო, თუმცა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში
გაფრინდა Ту-114-ით, რასაც მოჰყვა კურიოზული შემთხვევა. აეროპორტში არ მოიძებნა შესაბამისი ტრაპი, რომელიც მიუდგებოდა Ту-114-ს და ნ.ხრუშოვს თვითმფრინავიდან
ჩამოსვლა მოუწია სახანძრო კიბით. უკან გამობრუნებამდე დამზადებულ იქნა ახალი ტრაპი. ნ.ხრუშოვს Ту-114-ით მეტი აღარ უმგზავრია. მის სიმპათიას Ил-18-ის მიმართ
ხსნიდა იმით რომ, ამ თვითმფრინავს ჰქონდა 4 ძრავი, რომელთა ერთდროული ავარიული გამორთვა ნაკლებად სავარაუდო იყო და მას უსაფრთხოების განცდას ანიჭებდა.
1959 წელს სპეციალური დანიშნულების ავია ქვედანაყოფს სახელი შეეცვალა და გახდა სპეციალური დანიშნულების ავია ქვედანაყოფი №235, რომლის ავიაპარკს შეემატა Ту-124,
Ту-134, Як-40, Ан-24 თვითმფრინავები და Ми-4 ვერტმფრენი. შორი მანძილის დასაფარავად გამოიყნებოდა Ту-116 - სტრატეგიული ბომბდამშენის Ту-95-ის სალონიანი
ვარიანტი, 1963 აგებულ იქნა ტერმინალი Внуково-2, რომელიც დღემდე ღებულობს და ემსახურება სამთავრობო რეისებს. 1969 წელს ლ.ბრეჟნევი Ил-18-დან გადაჯდა Ил-62
თვითმფრინავზე, რომელიც გახდა და იყო სამთვრობო ავიაციის ფლაგმანი 1995 წლამდე. 1993 წელს ავია ქვედანაყოფ №235-ის ბაზაზე ჩამოყალიბდა სახელმწიფო სატრანსპორტო
კომპანია "Россия". 1995 წელს ბ.ელცინის პრეზიდენტობის დროს Ил-62 შეიცვალა ახალი და თანამედროვე Ил-96-300ПУ (Пункт Управления) თვითმფრინავით
(სარეგისტრაციო ნომერი RA-96012), რომელსაც მოდერნიზება ჩაუტარა შვეიცარულმა კომპანია "Jet Aviation"-მა. ვ.პუტინის მოსვლის შემდეგ ფლოტს კიდევ ერთი Ил-96-300ПУ
(სარეგისტრაციო ნომერი RA-96016) შეემატა, რომელიც აღიჭურვა რუსეთში, თუმცა ბრიტანული კომპანიის "Dimonite Aircraft Furnishings" მეთვალყურეობითა და
ტექნოლოგიით. 2009 წლის 31 იანვრიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და სხვა უწყებების პირველი პირების გადაყვანა ევალება სპეციალურ საფრენოსნო ქვედანაყოფ
"Россия"-ს, რომელიც გამოეყო სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიას და დაექვემდებარა პრეზიდენტის საქმეთა მართვის განყოფილებას. სხვადასხვა დროს სამთავრობო
ფლოტის შემადგენლობაში შეიდიოდა შემდეგი თვითმფრინავები და ვერტმფრენები: Ил-12, Ил-14, Ил-18, Ил-62, Ил-96, Ту104, Ту-114, Ту-134, Ту-154, Ту-204, Ту-214,
Як-42, Ан-24, Ми-4, Ми-4 С, Ми-8, Ми-8 МТВ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოქმედი ბრძანებულებით სპეციალური საფრენოსნო ქვედანაყოფი "Россия" ემსახურება
შემდეგ თანამდებობის პირებს: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ახლადარჩეულ და თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,
მთვარობის თავმჯდომარეს, ფედერაციის საბჭოს ფედერალური სათათბიროს თავმჯდომარეს, სახელმწიფო დუმის ფედერალური სათათბიროს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
Ильюшин Ил-18Д |
RA-75454 |  |
RA-75464 |  |
| |
Ильюшин Ил-62М |
RA-86466 |  |
RA-86467 |  |
RA-86468 |  |
RA-86540 |  |
RA-86559 |  |
RA-86561 |  |
RA-86712 |  |
| |
| |
Ильюшин Ил-96-300 |
RA-96017 |  |
RA-96018 |  |
RA-96019 |  |
Ильюшин Ил-96-300ПУ |
RA-96012 |  |
RA-96012 |  |
| |
Туполев Ту-134А-3 |
RA-65553 |  |
RA-65555 |  |
RA-65904 |  |
RA-65905 |  |
RA-65911 |  |
RA-65912 |  |
RA-65921 |  |
RA-65979 |  |
RA-65994 |  |
RA-65995 |  |
| |
| |
Туполев Ту-154М |
RA-85001 |  |
RA-85019 |  |
RA-85084 |  |
RA-85629 |  |
RA-85631 |  |
RA-85645 |  |
RA-85659 |  |
RA-85686 |  |
RA-85843 |  |
Туполев Ту-204-300 |
RA-64057 |  |
RA-64057 |  |
| |
Туполев Ту-214 |
RA-64504 |  |
RA-64505 |  |
RA-64506 |  |
Туполев Ту-214СР |
RA-64515 |  |
RA-64516 |  |
| |
Туполев Ту-214ПУ |
RA-64517 |  |
RA-64520 |  |
| |
Туполев Ту-214СУС |
RA-64522 |  |
RA-64524 |  |
| |
Яковлев Як-40 |
RA-87203 |  |
RA-87968 |  |
RA-87969 |  |
RA-87971 |  |
RA-87972 |  |
RA-88200 |  |
Миль Ми-8 |
RA-24299 |  |
RA-25137 |  |
RA-25529 |  |
RA-25533 |  |
RA-25538 |  |
RA-25540 |  |
RA-25827 |  |
RA-25833 |  |
RA-27015 |  |
RA-27016 |  |
RA-27017 |  |
RA-27018 |  |
RA-27080 |  |
RA-25187 |  |
| |
Dassault Falcon 7X |
RA-09007 |  |
RA-09009 |  |
| |
საჰაერო ხომალდების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები |

|

|
 |
|
|
|