ბევრ ჩვენთაგანს ჰგონია, რომ პასპორტის სურათიანი გვერდის კუთხეში დატანილი 2
ციფრი პასპორტის მესაკუთრის მსგავსი ადამიანების რაოდენობას ნიშნავს. დავუშვათ, რომ ასეა, მაშინ რა მიზანი აქვს მსგავსობების დათვლას?
მომდევნო ახალი "მსგავსი" ადამიანის გამოჩენის შემთხვევაში უკვე გაცემულ პასპორტზე ინფორმაცია მოძველებული და მცდარი იქნება. ასევე შეიძლება
"სხვა მსგავს" პიროვნებებს პასპორტი ჯერ არც კი აუღიათ. საინტერესოა თუ რის საფუძველზე ხდება მსგავსობების დადგენა. საერთო რაც შეიძლება ამ
ადამიანებს აერთიანებდეთ არის სახელი, გვარი და დაბადების წელი. სხვა დანარჩენი ინფრომაცია რასაც პასპორტი შეიცვას შეუძლებელია იდენტური იყოს.
დამეთანხმებით ეს ინფორმაცია საკმაოდ მცირეა. საკითხავია რისთვის აინტერესებს ერთ ქვეყანას მეორე ქვეყანაში სახელით და გვარით მსგავსი პიროვნებების
რაოდენობა. იდენტობის გასაყალბებლად სახელი და გვარი კმარა? სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO – International Civil
AviationOrganization) მიერ შემუშავებულია მანქანით წაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტების (მათშორის პასპორტები და ვიზები) (MRTD -
Machine ReadableTravel Documents) სტანდარტი. აღნიშნული დოკუმენტები უადვილებენ ავტომატიზირებულ სისტემებს სამგზავრო დოკუმენტის
სკანირებას/წაკითხვას. მონაცემების ავტომატურად წაკითხვა უფრო სწრაფი და ზუსტია, ვიდრე მესაზღვრის მიერ ხელით შეყვანილი ინფორმაცია. თუმცა
შეცდომის დაშვების ალბათობა მაინც არსებობს. რის საწინააღმდეგოდაც არსებობს საკონტროლო რიცხვები. სწორედ ის ბოლო 2 ციფრია პასპორტზე არსებული
4 საკონტროლო ციფრიდან 2.
მანქანით წაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტების სტანდარტი აღწერილია ICAO-ს 9303
დოკუმენტში, რომლის პირველი ნაწილი ეხება მანქანით წაკიხვად პასპორტებს (MRP - Machine ReadablePassports). ეს სტანდარტი აღიარებულია
სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO- International Standards Organization) მიერ და აღწერიალია შემდეგ დოკუმენტებში:
ISO/IEC-7501-1:1997, ISO/IEC-7501-2:1997,ISO/IEC-7501-03:1997.
მანქანით წაკითხვად სამგზავრო დოკუმენტებს აქვთ მანქანით წაკითხვადი ზონა (MRZ -
Machine ReadableZone), რომელიც დაბეჭდილია არაპროპორციული, ტოლი სიგანის მქონე OCR-B შრიფტით, ზომით 14 წერტილი. შრიფტის
შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია დოკუმკენტში ISO-1073-2:1976, ხოლო მანქანით წაკითხვადი ზონის ზუსტი
მდებარეობა, ფურცლის სახეობისა და სხვა დამატებითი ინფრომაციის დოკუმენტებში: ICAO-9303 და ISO-1831:1980.
მანქანით წაკითხვად ზონაზე არის ორი ხაზი, თითოეული 44 სიმბოლოს სიგრძის.
დაუშვებელია ცარიელი ადგილები, საჭიროების შემთვევაში მათ ნაცვლად გამოიყენება "<" სიმბოლო. ქვემოთ მოცემულ ნიმუშზე გამოყენებულია
არარსებული პიროვნებისა და ქვეყნის (უტოპია, კოდი - UTO) მონაცემები.
მოცემულ პასპორტზე მანქანით წაკიხვადი ზონის მაგალითია:
P<UTOERIKSSON<<ANNA<MARIA<<<<<<<<<<<<<<<<<<<
L898902C<3UTO6908061F9406236ZE184226B<<<<<14
ზონა დავყოთ და ველები აღვნიშნოთ შემდეგნაირად:
Ptiiinnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnn
#########CbbbYYMMDDCsyymmddCppppppppppppppCX
ზოგადი შენიშვნები
ყველა ველი შევსებულია "<” სიმბოლოთი, საჭირო სიგრძის მისაღებად.
დაუშვებელია ცარიელი ადგილები. გამოიყენება მხოლოდ ასოები A-დან Z-მდე, ციფრები 0-დან 9-მდე და შემავსებლი სიმბოლო
"<”. ზოგი არასტანდარტული ასოების მაგივრად გამოიყენება ქვემოთ ცხრილში მოცემული შესაბამისი კოდირება. ასევე
მოცემულია არტერნატიული კოდირება, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ სტანდარტული კოდირება იწვევს არეულობას
სხვადასხვა სახელებს შორის.
სიმბოლო | სტანდარტული კოდირება | ალტერნატიული კოდირება |
Ä | AE | |
Å | AA | |
Æ | AE | |
IJ | IJ | |
IJ | IJ | |
Ñ | N | NXX |
Ö | OE | |
Ø | OE | |
Ü | UE | UXX |
ß | SS | |
P – Passport - პასპორტი
პირველი სიმბოლო არის "P", რაც აღნიშნავს დოკუმენტის სახეობას, ამ
შემთხვევაში პასპორტს.
t - PassportType - პასპორტის ტიპი
მეორე სიმბოლო აღნიშნავს პასპორტის ნაირსახეობას და მისი შევსება
დამოკიდებულია გამცემ ორგანოზე/ქვეყანაზე. არარსებობის შემთხვევასში იწერება "<” სიმბოლო.
iii - IssuingCountry or Organization - გამცემი ორგანო ან ქვეყანა
შემდეგი სამი სიმბოლო არის დოკუმენტის გამცემი ორგანოს ან ქვეყნის კოდი.
ყველა კოდის ნახვა შესაძლებელია დანართი №2-ში.
nnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnn – Name - სახელი და გვარი
ამ ველში მოცემულია დოკუმენტის მესაკუთრის სახელი და გვარი. ველის ძირითადი
ფორმატია
"LAST<NAME<<FIRST<NAME<ADDITIONAL<NAMES<<<<<"
. პირველად იწერება გვარი, შემდეგ გამყოფი სიმბოლო "<<" და ბოლოს სახელი. თუ საერთო სიგრძე ნაკელბია 39-ზე, მაშინ
დარჩენილი ადგილები შეივსება "<" სიმბოლოთი. იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრეს აქვს ორი ან მეტი გვარი ან/და სახელი,
მათი გამოყოფა მოხდება "<" სიმბოლოთი სასვენი ნიშნების გარეშე. სუფიქსები (Jr, Sr, II, III და ა.შ.) ემატება
გვარის ველს გამყოფი სიმბოლოთი, სასვენი ნიშნების გარეშე. თუ სახელი და გვარი გრძელია და არეტევა 39 სიმბოლოში, მაშინ
იწერება მათგან მხოლოდ მნიშვნელოვანი ან შეიძლება მათი შემოკლებაც. მაგალითდ სახელი და გვარი George Michael
Richards-Stevens Jr. ჩაიწერება შემდეგნაირად:
"RICHARDS<STEVENS<JR<<GEORGE<MICHAEL<<<<"
######### - Passport Number - პასპორტის ნომერი
შემდეგი ველია პასპორტის ნომერი. ყველა ქვეყანა თავისუფალია მის
ფორმირებაში. თუ პასპორტის ნომერი შეიცავს არასტანდარტულ სიმბოლოებს, მათი ჩანაცვლება მოხდება "<" სიმბოლოთი.
C - Check digit - საკონტროლო ციფრი
საკონტროლო ციფრები გენერირდება წინამდებარე ველების საფუძველზე.
პირველი საკონტოლო ციფრი გენერირდება პასპორტის ნომრის მიხედვით, მეორე - პასპორტის მოქმედების ვადის მიხედვით, ხოლო
მესამე პირადი ნომრის მიხედვით. საკონტროლო ციფრის გენერაციის ალგორითმი იხილეთ დანართი №1-ში.
bbb – Nationality - ეროვნება
გამცემი ორგანიზაციის და ქვეყნის მსგავსად შესაბამისი 3 სიმბოლოიანი კოდი
(ცხრილი მოცემულია ქვემოთ).
YYMMDD - Date of Birth - დაბადების თარიღი
პასპორტის მესაკუთრის დაბადების თარიღი YYMMDD (წელი, თვე, დღე)
ფორმატით. წლიდან აღებულია მხოლოდ ბოლო ორი ციფრი. თუ თვე ან დღე 1 ციფრია, მაშინ წინ ემატება 0. მაგალითად:
პიროვნება დაიბადა 1969 წლის 6 აგვისტოს. კოდირებული იქნება შემდეგნაირად:
"690806".
s – Sex - სქესი
პასპორტის მესაკუთრის სქესი. M - თუ მამრობითია, F - თუ მდედრობითია,
< - თუ განუსაზღვრელია.
yymmdd - Passport Expiration Date - პასპორტის მოქმედების ვადა
პასპორტის მოქმედების ვადა YYMMDD (წელი, თვე, დღე) ფორმატით.
წლიდან აღებულია მხოლოდ ბოლო ორი ციფრი. თუ თვე ან დღე 1 ციფრია, მაშინ წინ ემატება 0. მაგალითად: მოქმედების ვადა
იწურება 1994 წლის 23 ივნისს. კოდირებული იქნება შემდეგნაირად:
"940623".
pppppppppppppp - Personal Number - პირადი ნომერი
ეს ველი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამცემი ორგანოს სურვილის მიხედვით.
დარჩენილი ცარიელი ადგილები ივსება "<" სიმბოლოთი. ამ პასპორტის შემთხვევაში ველში ჩაწერილია მესაკუთრის პირადი
ნომერი:
"ZE184226B<<<<<".
X - Final check digit- საბოლოო საკონტროლო ციფრი
საბოლოო საკონტროლო ციფრი გენერირდება სიმბოლოებისთვის 1-დან 10-მდე,
14-დან 20-მდე და 22-დან 43-მდე მხოლოდ მეორე ხაზიდან. მესაკუთრის ეროვნება და სქესი გამოტოვებულია.
საკონტროლო ციფრის გენერაციის ალგორითმი
პირველი ნაბიჯი - ველების დაყოფა ინდივიდუალურ ასოებად და ციფრებად. მაგალითად: ველი - AB123 დაიყოფა ხუთ ინდივიდუალურ სიმბოლოდ: A, B, 1, 2 ,3 და არა "AB 123" ან "A B1 23” და ა.შ.
მეორე ნაბიჯი - ასოების ციფრებში გადაყვანა, A-დან Z-ს ენიჭება რიცხვი 10-დან 35-მდე თანმიმდევრობით, ხოლო სიმბოლო "<"-ს 0.
< |
A | B | C | D | E |
F | G | H | I | J |
K | L | M | N | O |
P | Q | R | S | T |
U | V | W | X | Y | Z |
0 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 | 32 | 33 | 34 | 35 |
მესამე ნაბიჯი - მიღებული რიცხვებისა და დარჩენილი ციფრების გამრავლება მათი ადგილების მიხედვით შემდეგი წესით: პირველი რიცხვი/ციფრი მრავლდება 7-ზე, მომდევნო, 3-ზე, მოდევნო 1-ზე და შემდეგ ისევ თავიდან (7, 3, 1, 7, 3, 1, 7, 3, 1 და ა.შ) ნიმუშის გათვალისწინებით.
მეოთხე ნაბიჯი - მიღებული რიცხვების შეკრება და ჯამის 10-ზე გაყოფა. დარჩენილი ნაშთი არის საკონტროლო ციფრი.
იმ შემთხვევაში თუ პირადი ნომრის ველიმეორე ხაზზე ცარიელია, მისი საკონტროლო ციფრი ჩანაცვლდება "<" სიმბოლოთი.
მაგალითად: ნიმუშში მოცემული პასპორტი სნომრის საკონტროლო ციფრის გენერირება.
საწყისი სიმბოლოები |
L | 8 | 9 | 8 | 9 | 0 | 2 | C | < |
ციფრებში გადაყვანილი |
21 | 8 | 9 | 8 | 9 | 0 | 2 | 12 | 0 |
ნიმუში |
7 | 3 | 1 | 7 | 3 | 1 | 7 | 3 | 1 |
ნიმუშზე გამრავლებული |
147 | 24 | 9 | 56 | 27 | 0 | 14 | 36 | 0 |
ჯამი |
147 + 24 + 9 + 56 + 27 + 0 + 14 + 36 + 0 = 313 |
გაყოფა |
313 / 10 = 31,ნაშთი 3 |
ქვეყნის კოდების ცხრილი
ქვეყნებისა და ეროვნებების კოდები იდენტურია. თუ მათი სიგრძე 3
სიმბოლოზე ნაკლებია, შეივსება "<" სიმბოლოთი. ცხრილი შექმნილია ISO-3166 დოკუმენტის მიხედვით.
ქვეყანა | კოდი |
ავღანეთი | AFG |
ალბანეთი | ALB |
ალჟირი | DZA |
ამერიკის სამოა | ASM |
ანდორა | AND |
ამგოლა | AGO |
ანგილია | AIA |
ანტარქტიდა | ATA |
ანტიგუ-ბარბუდა | ATG |
არგენტინა | ARG |
სომხეთი | ARM |
არუბა | ABW |
ავსტრალია | AUS |
ავსტრია | AUT |
აზერბაიჯანი | AZE |
ბაჰამები | BHS |
ბაჰრეინი | BHR |
ბანგლადეში | BGD |
ბარბადოსი | BRB |
ბელარუსი | BLR |
ბერგია | BEL |
ბელიზი | BLZ |
ბენინი | BEN |
ბერმუდა | BMU |
ბუტანი | BTN |
ბოლივია | BOL |
ბოსნია-ჰერცოგოვინა | BIH |
ბოცვანა | BWA |
ბუვეს კუნძული | BVT |
ბრაზილია | BRA |
ბრიტანეთის ტერიტორია ინდოეთის ოკეანეში | IOT |
ბრუნეის დარუსალამი | BRN |
ბულგარეთი | BGR |
ბურკინა ფასო | BFA |
ბურუნდი | BDI |
კამბოჯა | KHM |
კამერონი | CMR |
კანადა | CAN |
კაბოვერდე | CPV |
კაიმანის კუნძულები | CYM |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | CAF |
ჩადი | TCD |
ჩილე | CHL |
ჩინეთი | CHN |
ქრისტმასის კუნძული | CXR |
ქოქოსის (კილინგის) კუნძულები | CCK |
კოლუმბია | COL |
კომორები | COM |
კონგო | COG |
კუკის კუნძულები | COK |
კოსტარიკა | CRI |
კოტდივუარი | CIV |
ხორვატია | HRV |
კუბა | CUB |
კვიპროსი | CYP |
ჩეხეთი | CZE |
ჩრდილოეთ კორეა | PRK |
კონგო | COD |
დანია | DNK |
ჯიბუტი | DJI |
დომინიკა | DMA |
დომინიკანელთა რესპუბლიკა | DOM |
აღმოსავლეთ ტიმორი | TMP |
ეკვადორი | ECU |
ეგვიპტე | EGY |
სალვადორი | SLV |
ეკვატორული გვინეა | GNQ |
ერიტრეა | ERI |
ესტონეთი | EST |
ეთიოპია | ETH |
ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები | FLK |
ფარერის კუნძულები | FRO |
ფიჯი | FJI |
ფინეთი | FIN |
საფრანგეთი | FRA |
საფრანგეთი, Metropolitan | FXX |
საფრანგეთის გვიანა | GUF |
საფრანგეთის პოლინეზია | PYF |
გაბონი | GAB |
გამბია | GMB |
საქართველო | GEO |
გერმანია | D |
განა | GHA |
გიბრალტარი | GIB |
საბერძნეთი | GRC |
გრენლანდია | GRL |
გრენადა | GRD |
გვადელუპა | GLP |
გუამი | GUM |
გვატემალა | GTM |
გვინეა | GIN |
გვინეაბისაუ | GNB |
გაიანა | GUY |
ჰაიტი | HTI |
ჰერდ-მაკდონალდის კუნძულები | HMD |
ქალაქი სახელმწიფო ვატიკანი | VAT |
ჰონდურასი | HND |
ჰონგ-კონგი | HKG |
უნგრეთი | HUN |
ისლანდია | ISL |
ინდოეთი | IND |
ინდონეზია | IDN |
ირანი | IRN |
ერაყი | IRQ |
ირლანდია | IRL |
ისრაელი | ISR |
იტალია | ITA |
იამაიკა | JAM |
იაპონია | JPN |
ოირდანია | JOR |
ყაზახეთი | KAZ |
კენია | KEN |
კირიბატი | KIR |
ქუვეიტი | KWT |
ყირგიზეთი | KGZ |
ლაოსი | LAO |
ლატვია | LVA |
ლიბანი | LBN |
ლესოტო | LSO |
ლიბერია | LBR |
ლიბია | LBY |
ლიხტენშტეინი | LIE |
ლიტვა | LTU |
ლუქსემბურგი | LUX |
მადაგასკარი | MDG |
მალავი | MWI |
მალაიზია | MYS |
მალდივია | MDV |
მალი | MLI |
მალტა | MLT |
მარშალის კუნძულები | MHL |
მარტინიკა | MTQ |
მავრიტანია | MRT |
მავრიკი | MUS |
მეიოტი | MYT |
მექსიკა | MEX |
მიკრონეზია | FSM |
მონაკო | MCO |
მონღოლეთი | MNG |
მონსერატი | MSR |
მაროკო | MAR |
მოზამბიკი | MOZ |
მიანმა | MMR |
ნამიბია | NAM |
ნაური | NRU |
ნეპალი | NPL |
ნიდერლანდები | NLD |
ნიდერლანდების ანტილები | ANT |
ნეიტრალური ზონა | NTZ |
ახალი კალედონია | NCL |
ახალი ზელანდია | NZL |
ნიკარაგუა | NIC |
ნიგერი | NER |
ნიგერია | NGA |
ნიუე | NIU |
ნორფოლკი | NFK |
ჩრდილოეთ მარიანის კუნძულები | MNP |
ნორვეგია | NOR |
ომანი | OMN |
პაკისტანი | PAK |
პალაუ | PLW |
პანამა | PAN |
პაპუა ახალი გვინეა | PNG |
პარაგვაი | PRY |
პერუ | PER |
ფილიპინები | PHL |
პიტკერნი | PCN |
პოლონეთი | POL |
პორტუგალია | PRT |
პუერტო რიკო | PRI |
ყატარი | QAT |
კორეის რესპუბლიკა | KOR |
მოლდოვეთი | MDA |
რეიუნიონი | REU |
რუმინეთი | ROM |
რუსეთის ფედერაცია | RUS |
რუანდა | RWA |
სენტელენა | SHN |
სენტკიტს-ნევისი | KNA |
სენტლუსია | LCA |
სენპიერ-მიკელონი | SPM |
სენტვინსენტ-გრენადინები | VCT |
სამოა | WSM |
სან-მარინო | SMR |
საუტომა-პრენსიპა | STP |
საუდის არაბეთი | SAU |
სენეგალი | SEN |
სეიშელები | SYC |
სიერა ლეონე | SLE |
სინგაპური | SGP |
სლოვაკეთი | SVK |
სლოვენია | SVN |
სოლომონის კუნძულები | SLB |
სომალი | SOM |
სამხრეთ აფრიკა | ZAF |
სამხრეთი ჯორჯია - სამხრეთისენდვიჩის კუნძულები | SGS |
ესპანეთი | ESP |
შრი-ლანკა | LKA |
სუდანი | SDN |
სურინამი | SUR |
სვალბარდ-იანმაიენი | SJM |
სვაზილენდი | SWZ |
შვედეთი | SWE |
შვეიცარია | CHE |
სირია | SYR |
ტაივანი | TWN |
ტაჯიკეთი | TJK |
ტაილანდი | THA |
მაკედონია | MKD |
ტოგო | TGO |
ტოკელაუ | TKL |
ტონგა | TON |
ტრინიდადი და ტობაგო | TTO |
ტუნისი | TUN |
თურქეთი | TUR |
თურქმენეთი | TKM |
ტერქს-ქაიქოსის კუნძულები | TCA |
ტუვალუ | TUV |
უგანდა | UGA |
უკრაინა | UKR |
არაბთა გაერთიანებული ემირატები | ARE |
გაერთიანებული სამეფოს დიდ იბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია | |
- მოქალაქე | GBR |
- დამოკიდებული ტერიტორიების მოქალაქე | GBD |
- ზღვისიქითა ტერიტორიების ეროვნება | GBN |
- ზღვისიქითა ტერიტორიების მოქალაქე | GBO |
- დაცული პიროვნება | GBP |
- სუბიექტი | GBS |
ტანზანია | TZA |
აშშ | USA |
აშშ-ის შორსმდებარე მცირე კუნძულები | UMI |
ურუგვაი | URY |
უზბეკეთი | UZB |
ვანუატუ | VUT |
ვენესუელა | VEN |
ვიეტნამი | VNM |
ვირჯინიის კუნძულები (დ.ბ.) | VGB |
ვირჯინიის კუნძულები (ა.შ.შ.) | VIR |
უოლის-ფუტუნა | WLF |
დასავლეთ საჰარა | ESH |
იემენი | YEM |
ზაირი | ZAR |
ზამბია | ZMB |
ზიმბაბვე | ZWE |
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (If indicating nationality, indicates an UN offical) | UNO |
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (specialized agency official) | UNA |
ქვეყნის არ მქონე | XXA |
ლტოლვილი (per Article 1 of 1951 convention, amended by 1967 protocol) | XXB |
ლტოლვილი (non-convention) | XXC |
უცნობი | XXX |
|