MILNET - აშშ-ს სამხედრო ქსელი

თარიღი: 2009-07-23 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 1794





MILNET - MILitary NETwork

    ყველა სამხედრო ქსელის წინაპრად ითვლება ARPANET-ი, რომელიც შეიქმნა 1969 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული თავდაცვითი საშუალებების შემუშავების სააგენტოს (DARPA) მიერ. საწყის ეტაპზე ARPANET-ი აერთიანებდა ზოგიერთი ამერიკული სამხედრო უნივერსიტეტის, სამეცნიერო ლაბორატორიებისა და სამხედრო ბაზების ლოკალორ ქსელებს, ასევე ატომური თავდასხმის დროს უნდა უზრუნველყო სამხედრო დაჯგუფებების მართვა.
    1983 წელს ARPANET-ი გაფართოვდა და გაიყო ორ ნაწილად: MILNET-ი - სამხედრო ქსელი, რომელიც დარჩა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის (Department of Defence of USA - DOD) დაქვემდებარებაში და ARPANET-ი, რომლის მართვაც მთლიანად სამოქალაქო სექტორს სამეცნიერო კველევებისთვის გადაეცა. ARPANET-ი შემდგომში გახდა INTERNET-ი, რომლის განვითრების ისტორიაც ასეთუისე ცნობილია.
    სინამდვილეში MILNET-ი შეიქმნა არა 1983 წელს, არამედ უფრო ადრე, ჯერ კიდევ კომპიუტერული ქსელების განვითარების “პალეოლითურ ხანაში”. MILNET-ი თავიდანვე იყო ARPANET-ის ნაწილი და განკუთვნილი იყო აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს არასაიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის.
    1983 წლიდან MILNET-ი ARPANET-თან დაკავშირებული იყო მხოლოდ საფოსტო კარიბჭით, რაც ინფორმაციის საიდუმლოებას საფრთხეს უქმნიდა. 90-იან წლების დასაწყისამდე ორივე ქსელი ვითარდებოდა პარალელურად, 1990 წელს კი MILNET-ი გარდაიქმნა NIPRNET-ად.

NIPRNET - Non-secure Internet Protoclol Router NETwork

    NIPRNET-ი, როგორც MILNET-ი, გამოიყენებოდა არასაიდუმლო, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადასაცემად შიდა მომხმარებლებისთვის, ასევე INTERNET-თან დასაკავშირებლად. NIPRNET-ი არის დახურული საიდუმლო ქსელის SIPRNET-ის ანალოგი და წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების სისტემებისა და ინტერნეტის მაკავშირებელს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ეს ორი ქსელი ერთმანეთს არ კვეთს, შესაძლებელია SIPRNET-ის სადაიმლო ინფარმაციის NIPRNET-ის არხებით გავლა. გადაცემის სიჩქარე ამ ქსელში მერყეობს 56 კბ/წმ-დან 622 მბ/წმ-მდე. თავის ისტორიაში NIPRNET-დან არაკანონიერად გადმოტვირთულია ათობით ტერაბაიტი ინფორმაცია.

SIPRNET - Secret Internet Protoclol Router NETwork

    SIPRNET-ი არის თავდაცვითი ინფორმაციის ქსელის (Defence Information System Network - DISN) მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი, იგი წარმოადგენს აშშ-ს შეიარეღებული ძალების მართვის ბირთვს. SIPRNET-ი აგებულია IP-პროტოკოლზე, თუმცა მთლიანად გამოყოფილია ინტერნეტისგან. მთავარი განსხვავება დომენური სახელების სისტემაშია, SIPRNET-ი ცნობს მხოლოდ „.mil“ და „.gov“ დომენებს. აღსანიშნავია, რომ SIPRNET-ი პროგრამულად უზრუნველყოფილია კომპანია Microsoft-ის პროდუქტებით, დაწყებული Windows-ით დამთავრებული Outlook-ით.
    მონაცემები SIPRNET-ში რათქმაუნდა იშიფრება, მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა, შეიძლება გადაიცემოდეს ღია არხებითაც (NIPRNET-იდან ინტერნეტში). თუმცა კავშირი ცალმხრივია, ინფორმაციის გადაცემა NIPRNET-იდან SIPRNET-ში შეუძლებელია.
    SIPRNET
-ი სხვა ქსელებთან შედარებით დაცულია, თუმცა არსებობს მისი ვირუსებით „ინფიცირების“ შემთხვევებიც, რაც გამოწვეული იყო Microsoft-ის არალიცენზირებული პროდუქტების გამოყენებით. ასევე აშშ-ს საჰაერო ძალების კაპიტანმა შეძლო ქსელის შიგნიდან „გატეხვა“. კომპიუტერისა და მოდემის გამოყენებით შეაღწია SIPRNET-ის ქსელით ერთერთი გემის კომპიუტერში. როგორც ამერიკელები ირწმუნებიან, ამით კაპიტანს შეეძლო გემისა და მისი შეიარაღების მართვა.

INTELINK

    1991 წელს სამხედრო ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ დამთავრების შემდეგ ამერიკული სადაზვერვო სამსახურები სამხედრო მმართველობის მხრივ კრიტიკის ქვეშ მოექცნენ. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ თანამგზავრებით მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია დიდი დაგვიანებით მიდიოდა მათთან. 1994 წელს აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ დროისთვის არსებული საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ხერხი არ შეესაბამებოდა თანამედროვე მოთხოვნილებებს და გადაწყდა შეექმნათ ახალი ქსელი INTELINK-ი, რომელიც უზრუნველყოფდა ინფორმაციის სწრაფ მიღება-გადაცემას.
    INTELINK
-ს გააჩნია იგივე ფუნქციონალური პრინციპები და მუშაობს იმავე პროტოკოლებით როგორც ინტერნეტი. მისამართებიც გამოუყურება URL-ს მსგავსად, მაგ.: https://www.nrad.navy.ic.gov, https://www.server.daro.ic.gov. თუმცა INTELINK-ს ინტერნეტთან კავშირი არ აქვს, არც ფიზიკურ და არც ვირტუალურ დონეზე. საიდუმლო ინფორმაციასთნ წვდომა ხდება HTTPS პროტოკოლისა და სპეციალური „ბროუზერის“ საშუალებით, რომელიც იყენებს კრიპტოგრაფიის უამრავ ალგორითმს. ქსელებს შორის კავშირი მყარდება კაბელითაც და უკაბელოთაც. ტერმინალები განთავსებულია საიდუმლო სტაციონალურ და მობილურ ობიექტებზე მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ს ყველა საელჩოში.
    აშშ-ს სადაზვერვო სისტემაში INTELINK-ს უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი. პირველად ამ ქსელზე ალაპარაკდა ეროვნული უსაფრთხოების (National Security Agency - NSA) ყოფილი აგენტი ფრედერიკ ტომას მარტინი თავის წიგნში „Top Secret Intranet“. INTELINK-ს აქვს ინფორმაციასთან დაშვების 4 საფეხური, გამომდინარე მისი საიდუმლოების ხარისხისა: 1) განსაკუთრებით საჭირო ინფორმაცია, რომელსაც ამზადებს და ავრცელებს მხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (Central Intelligence Agency – CIA) სპეციალური ქსელის PolicyNet მეშვეობით უსაფრთხოების საბჭოს პრეზიდენტისათვის; 2) ინფორმაცია, რომელზეც დაშვება აქვთ 16 ამერიკული სადაზვერვო სამსახურების, თეთრი სახლის, კონგრესის, პენტაგონის და სხვა სამთავრობო დაწესებულებების დაახლოებით 50 000 თანამშრომელს; 3) ინფორმაცია დაკავშირებული სამხედრო ოპერაციების დაგეგმასთნ, რომელზეც დაშვება აქვს 256 000 ათას მომხმარებელს; 4) არასაიდუმლო ინფორმაცია მოპოვებული ღია წყაროებიდან (ბეჭდვითი მედია, ინტერნეტი, ტელევიზია და სხვა). საიდუმლო ინფორმაცი ინახება 500-მდე სერვერზე, რომლებზედაც წვდომა ხდება 100-ზე მეტ საიტიდან (დაწვრილებით შეგიძლიათ ნახოთ აქ, INTELINK-ის სიმულატორის ნახვა შესაძლებელია ამ მისამართზე).
    ის ფაქტი, რომ INTELINK-ს არა აქვს ღია ტერმინალები, ანუ გარედან ქსელში შეღწევა შეუძლებელია, კომპიუტერული კრიმინალებისთვის მასში შეღწევას შეუძლებელს ხდის. თუმცა არსებობს ინფორმაციის გაჟონვის ერთი ფაქტი (რომელიც პრესაში გახმაურდა). აშშ-ს საჰაერო ძალების 38 წლის სერჟანტმა, რომელიც მუშაობდა კოსმოსური დაზვერვის განყოფილებაში და ჰქონდა ქსელში ინფორმაციასთან დაშვების ყველა უფლება, მოიპარა სურათები სადაზვერვო თანამგზავრებიდან (მოპოვებული MILSTAR-ის ქსელიდან) და რამოდენიმე დოკუმენტი, გავრეცელებული CIA-ს მიერ INTELINK-ის ქსელში.

NAVSTAR - NAVigation Satellite Time And Ranging

    NAVSTAR-ი, უკეთესად ცნობილია როგორც გლობალური პოზიცირების სისტემა( Global Positioning System - GPS), შედის NASA (National Aeronautics and Space Administration)-ს დაქვემდებარებაში. იგი საშუალებას იძლევა დედამიწის ნებისმიერ წერტილში, თითქმის ყველანაირი ამინდის პირობებში და ასევე კოსმოსურ სივრცეში დედამიწის ზედაპირიდან რამოდენიმე ათასეული კილომეტრის სიმაღლიდან განსაზღვროს ობიექტის ადგილმდებარეობა და სიჩქარე. სისტემას, შექმნილია DOD-ის შეკვეთით, კავშირი არა აქვს TCP/IP-სთან, მაგრამ უზრუნველყოფს ინფორმაციით როგორც სამხედრო ქსელს, ასევე ინტერნეტსაც, მაგალითად: ყველასათვის ცნობილ პროგრამას Google Earth-ს.
    სისტემა NAVSTAR-ი მუშაობს ორ ბაზურ სიხშირეზე - L1 (სტანდარტული სიზუსტის) და L2 (მაღალი სიზუსტის), სადაც L1=1575,42 მჰც-ს და L2=1227,6-ს. L1 სიგნალი მისაწვდომია ყველასთვის, ხოლო L2 - მხოლოდ სამხედროებისთვის, ანუ შეუძლებელია სიგნალის გაშიფვრა სპეციალური საიდუმლო გასაღების გარეშე. ასევე არსებობს კიდევ 3 სიხშირე L3= 1381.05 მჰც, L4=1379.913 მჰც და L5=1176.45 მჰც. ამათგან აღსანიშნავია L3 სიხშირე, რომელიც გამოიყენება ატომური იარაღის აფეთქების დროული გამოვლენის სისტემის მიერ (Nuclear Detonation (NUDET) Detection System Payload (NDS)).

MILSTAR - MILitary Strategic and Tactical Relay

    სისტემა MILSTAR-ი განკუთვნილია "გარანტირებული", გლობალური, დახურული, „სიცოცხლის უნარიანი“, აღმოჩენისა და გადაჭერის ნაკლები შესაძლებლობის, დახშობისაგან დაცული კავშირის უზრუნველსაყოფად კონფლიქტების როგორც ტაქტიკურ, ისე სტრატეგიულ დონეზე, ასევე ატომური იარაღის გამოყენების შემთხვევაშიც. MILSTAR-ი აერთიანებს რამოდენიმე თანამგზავრს დედამიწის გაშემო, რომელთაგან პირველი Titan IV გაშვებულ იქნა ორბიტაზე 1994 წლის 7 თებერვალს.
    სისტემის დადებით მხარედ ითვლება: ინფორმაციის თანამგზავრზევე დამუშავება და შემდეგ მისი გადამისამართება; EHF, SHF და UHF დიაპაზონებში მუშობის შესაძლებლობა; „სიცოცხლის უნარიანობის“ მაღალი საფეხური და სიგნალის დახშობისგან დაცვის საშუალება.
    მონაცემთა გადაცემის სიჩქარე დაბალი სიჩქარის რეჟიმის (Law Data Rate - LDR) დროს მერყეობს 75 ბიტი/წმ-დან 2,4 კბიტი/წმ-მდე, ხოლო საშუალო სიჩქარის რეჟიმისას - 4,8 კბიტი/წმ-დან 1.544 მბიტი/წმ-მდე. მომხმარებელთა ტერმინალები განთავსებულია როგორც სტაციონალურ ისე მობილურ (გემი, თვითმფრინავი) ოპიქტებზე. მონაცემები MILSTAR-დან გადაიცემა SIPRNET-ში და ასევე სხვა დახურულ სამხედრო ქსელებში. ხოლო ინტერნეტის მომხმარებელთათვის იგი მიუწვდომელია.
    პროექტ MILSTAR-ზე მუშაობა დაიწყო 80-იან წლებში, დღესდღეობით დედამიწის გარშემო განლაგებულია 6 MILSTAR-ის თანამგზავრი. სამხედროები ირწმუნებიან, რომ იგი უკვე ექსპლუატაციაში შესვლის ეტაპზე მოძველდა და არ იძლევა ინფორმაციის იმ სიჩქარეზე გადაცემის შესაძლებლობას რაც საჭიროა. ამიტომაც აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ყოველ წლიურად გამოყოფს 500 მლნ დოლარს სისტემის განახლებისთვის.
    აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ ყველაზე მეტად ფინანსირებად MILSTAR-ის ქსელში შეღწევა თითქმის შეუძლებელია. მის უსაფრთხოებას განაპირობებს ისიც, რომ ინფორმაციის 90% გადაიცემა კიდევ უფრო დაცული ქსელებით, როგორიცაა INTELINK-ი და SIPRNET-ი. MILSTAR-ის სიგნალის გადაჭერის შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ დაიწყება III მსოფლიო ომი.




შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: de.wikipedia.org, en.wikipedia.org