სამხედრო ბრძანება

თარიღი: 2009-05-06 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 23356




  • რა არის სამხედრო ბრძანება
სამხედრო ბრძანების ცნება (განმარტება) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, სადაც წერია რომ, მეთაურს არა აქვს უფლება გასცეს ბრძანება, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა და არა აქვს კავშირი სამხედრო სამსახურთან. ამ დებულებით დგინდება 1.თუ ვის აქვს სამხედრო ბრძანების გაცემის უფლება და 2.თუ როგორი უნდა იყოს ბრძანება. საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების მე-5 მუხლი განმარტავს მეთაურისა და ქვეშერდომის ცნებასა და სახეებს, ასევე მათ შორის დამოკიდებულებას. ეს მცირე ინფორმაციაა სამხედრო ბრძანების ცნების ჩამოსაყალიბებლად, თუმცა უცხოური კანონმდებლობის დახმარებით (ამ შემთხვევაში გერმანიის შეიარაღებული ძალების-ბუნდესვერის "ჯარისკაცთა კანონები"-Soldatengesetz.) შეგვიძლია მისი დეფინირება:

"ბრძანება არის მითითება კონკრეტული ქმედებისაკენ, რომელსაც გასცემს სამხედრო მეთაური ქვეშერდომზე წერილობით, სიტყვიერად ან სხვა საშუალებით ზოგადად ან კონკრეტული შემთხვევისათვის მორჩილებაზე მოთხოვნის უფლებით."

ქვემოთ განვიხილოთ ბრძანების ცნების შემადგენელი თითოეული სიტყვა და ფრაზა.
  • სამხედრო ბრძანების ცნების განმარტება
1. მითითება კონკრეტული ქმედებისაკენ - მეთაურის მიერ გაცემული ბრძანება უნდა იყოს ქვეშერდომისთვის შინაარსობრივად გასაგები და დაკონკრეტებული, რათა მან გაიგოს თუ რა არის ბრძანების მიზანი და შეასრულოს სწორედ ის ქმედება რაც მას დაევალა.მაგალითად: ათმეთაური უბრძანებს ჯარისკაცს: "დაალაგე!". მეთაურს სურს, რომ ჯარისკაცმა დაალაგოს ყაზარმის შესასვლელი. ჯარისკაცი პასუხობს არის, მიდის და "ალაგებს" თავის ოთახს, რომელიც ისედაც დალაგებული იყო. ათმეთაურის ბრძანება შესრულებული იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ იგი დააკონკრეტებდა ბრძანებას, კერძოდ: "რიგითო პ., დაალაგეთ ყაზარმის შესასვლელი,რომელიც პოლიგონიდან დაბრუნების შემდეგ დაისვარა."

2. სამხედრო მეთაური და ქვეშერდომი - სამსახურებრივი მდგომარეობისა და სამხედრო წოდების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეეები სხვათა მიმართ შეიძლება იყვნენ უფროსები ან მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები. უფროსებს აქვთ უფლება უბრძანონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს და შეამოწმონ ბრძანების შესრულება. უფროსები, რომელთაც სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივად ემორჩილებიან არიან პირდაპირი უფროსები. სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივად უახლოეს უფროსს ეწოდება უშუალო უფროსი.

3. წერილობით, სიტყვიერად ან სხვა საშუალებით -




4. ზოგადად ან კონკრეტული შემთხვევისათვის -



5. მორჩილებაზე მოთხოვნის უფლება - მორჩილებაზე მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ სამხედრო მეთაურს- უშუალო ან/და ზემდგომ მეთაურს, ხოლო ქვეშერდომს - მორჩილების ვალდებულება.

  • კანონიერი ბრძანება
როგორც უკვე აღინიშნა მეთაურს აქვს მხოლოდ კანონიერი ბრძანების გაცემის უფლება, მაგრამ რა არის კანონიერი ბრძანება? რათქმაუნდა ბრძანება პირველ რიგში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოში მოქმედ (1)კანონებსა და (2)წესდებებს. ასევე უნდა შეესაბამებოდეს (3)საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. მეოთხე ბოლო და მნიშვნელოვანი პირობაა ბრძანების (4)სამხედრო დანიშნულება.



მაგალითად: მეთაური უბრძანებს ქვეშერდომს გარეცხოს თავისი პირადი მანქანა. ამ შემთხვევაში მეთაურის მოწოდება არც კანონს, არც წესდებას და არც საერთაშორისო სამართლს ეწინააღმდეგება, მაგრამ არ არის სამხედრო დანიშნულების, რადგანაც მანქანა მისი საკუთრებაა და თავისი მოსავლელია. მაგრამ მეთაურს რომ ებრძანა გაერეცხა მანქანა, რომელიც საქართველოს შეიარაღEბული ძალების საკუთრებაა,მართალია ემსახურება მას, ვალდებული იქნებოდა შეესრულებინა ბრძანება. მიუხედავად იმისა, რომ მეთაურის პირველი ბრძანება არაა სამხედრო დანიშნულების, ქვეშერდომი მანქანას იმ შემთხვევაში გარეცხავდა , თუ მეთაური ამას სთხოვდა.



ხაზგასმით აღინიშნა რომ, მეთაურმა უნდა გასცეს მხოლოდ კანონიერი ბრძანება, შესაბამისად ქვეშერდომმა უნდა შეასრულოს ასევე მხოლოდ კანონიერი ბრძანება. არის თუ არა ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგეს მოკვლა კანონიერი? რათქმაუნდა არაკანონიერია, მაგრამ მისი შესრულება სავალდებულოა. ასე რომ, ბრძანება შეიძლება იყოს კანონიერი და შესასრულებლად სავალდებულო, არაკანონიერი და მიუხედავად ამისა შესასრულებლად სავალდებულო, არაკანონიერი, რომელიც არ უნდა შესრულდეს. მაგალითად; საბრძოლო მოქმედებებისას თუ შეიძლება მოწინააღმდეგეს მოკვლა, არ შეიძლება მეთაურმა უბრძანოს ქვეშერდომს ესროლოს მშვიდობიან მოქალაქეს.

  • ბრძანების შემოწმების სქემა.


შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: "ჯარისკაცთა კანონები" - "Soldatengesetz"