სახელმწიფო ჯილდოები

თარიღი: 2013-08-14 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 24593





/ეროვნული გმირის ორდენი/
  საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.
   ფულადი პრემია - 10.000 ლარი.

ზემოთ

/წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი/
   წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
   ფულადი პრემია - 6.000 ლარი.

ზემოთ

/დავით აღმაშენებლის ორდენი/
   დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირნი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი ქართული ერის წინაშე უდიდესი ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის. დავით აღმაშენებლის ორდენით დაჯილდოებული პირი სარგებლობს ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.
   ფულადი პრემია - 4.000 ლარი.

ზემოთ

/თამარ მეფის ორდენი/
   თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
   ფულადი პრემია - 1.000 ლარი.

ზემოთ

/ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი/
   ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.
   ფულადი პრემია - 1.000 ლარი.

ზემოთ

/წმინდა ნიკოლოზის ორდენი/
   წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდებიან პირები ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.
   ფულადი პრემია -

ზემოთ

/ოქროს საწმისის ორდენი/
   ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.
   ფულადი პრემია -

ზემოთ

/ვახტან გორგასლის ორდენი/
   ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით:
   III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისთვის.
   II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხდრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.
   I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.
ვახტანგ გორგასლის I,II,III ხარისხის ორდენებით დაჯილდოებული პირი სარგებლობს ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.
   ფულადი პრემია - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე - 2.000 ლარი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე - 1.000 ლარი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე - 600 ლარი.

ზემოთ

/ღირსების ორდენი/
   ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში - მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში, სპორტული მიღწევებისათვის შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.
   ფულადი პრემია - 600 ლარი.

ზემოთ

/მედალი "მხედრული მამაცობისათვის"/
   მედლით "მხედრული მამაცობისათვის" ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას პიროვნული მამაცობისა და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის. მედლით "მხედრული მამაცობისათვის" სამჯერ დაჯილდოებულ პირს გადაეცემა პრეზიდენტის სამახსოვრო საჩუქარი.
   ფულადი პრემია - შრომის ანაზღაურების 30 მინიმალური ოდენობით.

ზემოთ

/მედალი "საბრძოლო დამსახურებისათვის"/
   მედლით "საბრძოლო დამსახურებისათვის" ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურენი და სამოქალაქო პირნი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პიროვნული დამსახურებისათვის.
   ფულადი პრემია -

ზემოთ

/მედალი "სამოქალაქო თავდადებისათვის"/
   მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" ჯილდოვდებიან პირები სამაგალითო სამოქალაქო მოქმედებისათვის (თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისას).
   ფულადი პრემია - 1.000 ლარი

ზემოთ

/ღირსების მედალი/
   ღირსების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქენი საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.
   ფულადი პრემია -


შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: www.president.gov.ge, საკანონმდებლო მაცნე