საიტის შესახებ

militaria.ge - საიტის ლოგო

          საიტი militaria.ge არის სამოყვარულო საიტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე, სხვა ძალოვან სტრუქტურებსა და ზოგადად სამხედრო თემაზე. ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა და ინფორმაცია მოპოვებულია მხოლოდ ღია წყაროებიდან (OSINT), როგორებიცაა: მასმედია (ტელევიზიით გასული სიუჟეტები, ოფიციალურ საიტებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ანგარიშები, ინფორმაციები,...), "ღია კარის დღეები" (სამხედრო აღლუმები, ავიაშოუები, გამოფენები,...), სოციალური ქსელები და ფორუმები (Facebook, Google+, Blogspot,...), საკანონმდებლო მაცნე, გერბების, წოდებებისა და ლოგოების ძირითად წყაროს წარმოადგენს პირადი კოლექცია და სამხედრო უნიფორმის ატრიბუტიკის სამკერვალო და სხვა ღია წყარო.
          საიტზე ასევე შესაძლებელია სხვა არასამხედრო ინფორმაციის მოძიება, მაგალითად: სამოქალაქო ავიაცია, პროგრამები და სხვა.
          სიახლეების დროულად მისაღებად შესაძლებელია მათი გამოწერა ელ.ფოსტაზე. თქვენი ელ.ფოსტის მისამართი, რომელიც შეინახება დაშიფრულ მდგომარეობაში ჩვენს მონაცემთა ბაზაში არ გადაეცემა მესამე პირს და არ იქნება პირადი მიზნებისათვის გამოყენებული.