სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები და მედლები

თარიღი: 2013-08-14 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 23518





/საიუბილეო მედალი "ფაშიზმზე გამარჯვების 65 წელი"/
   საიუბილეო მედ-ლით "ფაშიზმზე გამარჯვების 65 წელი" ჯილდოვდებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ქვრივები.
   ავერსი
   საიუბილეო მედალი "ფაშიზმზე გამარჯვების 65 წელი" წარმოადგენს მრგვალ, ოქროსფერ ლითონის მედალიონს. კომპოზიციაზე გამოსახულია მუხის გვირგვინი, ცენტრში ამოტვიფრულია საიუბილეო თარიღი: "1945 2010". მუხის გვირგვინის ზემოთ გამოსახულია შვიდქიმიანი ვარსკვლავი. მედალიონი უკავშირდება ბაფთას ქართული "ვაზის წნულის" ორნამენტით, რომელზედაც გამოსახულია ქართული მუზარადი. ბაფთა ლივლივა თეთრი ფერისაა, ცენტრში ფართო წითელი არშიით.
   რევერსი
   - ამოტვიფრულია წარწერა: "ფაშიზმზე გამარჯვების 65 წელი".


შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: www.government.gov.ge, www.parliament.ge, www.president.gov.ge, საკანონმდებლო მაცნე