საქართველოს დაზვერვის სამსახურის უწყებრივი მედლები

თარიღი: 2013-08-14 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 22990





/მედალი "ღირსების ჯვარი"/
   მედლით "ღირსების ჯვარი" ჯილდოვდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, სადაზვერვო საქმიანობაში თავდადებისა და კონკრეტული პირადი მიღწევებისათვის, ასევე მრავალწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის. მედლით "ღირსების ჯვარი" საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - მასალა - ვერცხლი.
   გულსაკიდი - რვაქიმიან ვერცხლისფერ ვარსკვლავზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ჰერალდიკური ჯვარი, რომელიც საკიდით უკავშირდება ყელსახვევ ბაფთაზე დამაგრებულ დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალს - ვერცხლისფერ ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდის ფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი.
   ბაფთა - ლივლივა ლაჟვარდის (ლურჯი) ფერია, კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.
   სამკერდე - რვაქიმიან ვერცხლისფერ ვარსკვლავზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ჰერალდიკური ჯვარი, რომლის ცენტრში მდებარეობს დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი -ვერცხლისფერ ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი.
   თამასა - ლივლივა ლაჟვარდის (ლურჯი) ფერია, რომელზედაც გამოსახულია რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავი.

ზემოთ

/მედალი "მაღალი პროფესიონალიზმისათვის"/
   მედლით "მაღალი პროფესიონალიზმისათვის" ჯილდოვდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის. მედლით "მაღალი პროფესიონალიზმისათვის" სამსახურის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - მასალა - თითბერი.
   ავერსი - მედალი "მაღალი პროფესიონალიზმისათვის" წარმოადგენს მრგვალ, ოქროსფერი მეტალის მედალიონს, რომლის ცენტრში სტილიზებულ მრგვალ ფარზე გამოსახულია ლაჟვარდის-ფერი (ლურჯი) ჰერალდიკური ჯვარი, რომლის გარშემო განლაგებულია თორმეტი მრგვალი სამსჭვალი. მედალი ქართული "ვაზის წნულის" ორნამენტის დეტალით უკავშირდება ბაფთას.
   ბაფთა - ლაჟვარდის (ლურჯი) ფერია, კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.
   რევერსი - ამოტვიფრულია წარწერა: მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისათვის" და დევიზი „საქართველო უპირველეს ყოვლისა". შვიდქიმიანი ვარსკვლავი.
   თამასა - ლაჟვარდის (ლურჯი) ფერია კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.

ზემოთ

/მედალიონი "საქართველოს დაზვერვის ვეტერანი"/
   მედალიონით „საქართველოს დაზვერვის ვეტერანი" ჯილდოვდება:
   - პენსიაზე გასული საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე, რომელიც პირნათლად და სამაგალითოდ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, გააჩნია სამსახურის 20 წელზე მეტი ნამსახურობა, რომელთაგანაც - 10 დაზვერვის სისტემაში;
   - პირი, რომელიც მსახურობდა დაზვერვის სისტემაში და გააჩნია განსაკუთრებული პიროვნული წვლილი საქართველოს დაზვერვის სისტემის განვითარებაში.
   მედალიონით „საქართველოს დაზვერვის ვეტერანი" პირებს აჯილდოებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - მასალა - თითბერი.
   ავერსი - ოქროსფერი მედალიონის ცენტრში გამოსახულია დაზვერვის სამსახურის ემბლემა: ვერცხლისფერ ველზე - მეწამული (წითელი) ჯვარი. პირველ ნაწილში - ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი. კომპოზიციის გარშემო ლაჟვარდისფერ (ლურჯი) ველზე გაკეთებულია ოქროსფერი წარწერა: „საქართველოს დაზვერვის ვეტერანი".

ზემოთ

/მედალიონი "15 წელი საქართველოს დაზვერვის სამსახურში"/
   მედალიონით „15 წელი საქართველოს დაზვერვის სამსახურში" ჯილდოვდება საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე, რომელსაც წვლილი მიუძღვის სამსახურის რეფორმირების, განვითარების და წარმატებით ფუნქციონირების საქმეში, პირადად მონაწილეობს და ხელს უწყობს სადაზვერვო ამოცანების შესრულებას, გააჩნია დაზვერვის სისტემაში ნამსახურობის 15 წელზე მეტი. მედალიონით „15 წელი საქართველოს დაზვერვის სამსახურში" საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - მასალა - ვერცხლი.
   ავერსი - ვერცხლისფერი მედალიონის ცენტრში ლაჟვარდისფერ (ლურჯი) ველზე გამოსახულია დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი - ვერცხლისფერ ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი ფარის თავზე „ივერიული" გვირგვინით. კომპოზიციის გარშემო ლაჟვარდისფერ (ლურჯი) ველზე გაკეთებულია ვერცხლისფერი წარწერა: „საქართველოს დაზვერვის სამსახური" და მცირე ჰერალდიკური ჯვარი.

ზემოთ

/სამკერდე ნიშანი/
   სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და 5 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის. სამკერდე ნიშნით საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - მასალა - ლითონი ვერცხლის შეფერილობით. დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი - ვერცხლისფერ ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი.


შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: www.gis.gov.ge, საკანონმდებლო მაცნე