საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უწყებრივი მედლები და სამკერდე ნიშნები

თარიღი: 2012-08-14 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 23770





/მედალი "სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში უმწიკლო სამსახურისათვის", I ხარისხი/
   ავერსი:
   ოქროს ფერი მედალიონი ჯვრის ფორმის, ავერსი– გამოსახულია საზღვრის ოთხი დაცვის სიმბოლოს (თამარ მეფის ხელრთვა) ჯვრული კომპოზიცია..
   რევერსი:
   წარწერა "სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში უმწიკლო სამსახურისათვის" ცენტრში ლათინური "I" – ხარისხის აღნიშვნა.
   ბაფთა:
   მწვანე ფერის, კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.

ზემოთ

/მედალი "სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში უმწიკლო სამსახურისათვის", II ხარისხი/
   ავერსი:
   ვერცხლის ფერი მედალიონი ჯვრის ფორმის, ავერსი– გამოსახულია საზღვრის ოთხი დაცვის სიმბოლოს (თამარ მეფის ხელრთვა) ჯვრული კომპოზიცია..
   რევერსი:
   წარწერა "სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში უმწიკლო სამსახურისათვის" ცენტრში ლათინური "II" – ხარისხის აღნიშვნა.
   ბაფთა:
   მწვანე ფერის, კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.

ზემოთ

/მედალი "სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში უმწიკლო სამსახურისათვის", III ხარისხი/
   ავერსი:
   ბრინჯაოს ფერი მედალიონი ჯვრის ფორმის, ავერსი– გამოსახულია საზღვრის ოთხი დაცვის სიმბოლოს (თამარ მეფის ხელრთვა) ჯვრული კომპოზიცია..
   რევერსი:
   წარწერა "სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში უმწიკლო სამსახურისათვის" ცენტრში ლათინური "III" – ხარისხის აღნიშვნა.
   ბაფთა:
   მწვანე ფერის, კიდეებზე ორი თეთრი ზოლით.

ზემოთ

/"გიორგი თორელის სახელობის მედალი"/
   ავერსი:
   ოქროს ფერი მედალიონი მრგვალი ფორმის, გამოსახულია აბჯარი (ჯაჭვის პერანგი) ზეაღმართული ხმალი მრგვალი ფარით, ზედ საზღვრის სიმბოლოს გამოსახულებით; შვიდი ჯვარი (ბოლნური ჯვარი); ასომთავრული აბრავიატურა "გთ"– გიორგი თორელი.
   რევერსი:
   წარწერა გიორგი თორელი (პირველი ასოები-ასომთავრული).
   ბაფთა:
   თეთრი ფერის, შუაში ფართო მწვანე ზოლით, კიდეებზე ორი შავი ზოლით.

ზემოთ

/საიუბილეო მედალი "საქართველოს სასაზღვრო ძალები ათი წლისაა"/
   ავერსი:
   ოქროსფერი მედალიონი მრგვალი ფორმის, გამოსახულია ნორმანული ფარი მწვანე ველზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სიმბოლო, ფარის მტვირთველი ორი ოქროს ფერი ლომი, რომლებიც დგანან ვაზის წნულის ორნამენტზე და შემართული ხმლის, გადაჯვარედინებული ღუზის და ფრთების ერთიან კომპოზიციაზე. ზემოდან შვიდი შვიდქიმიანი ვარსკვლავი .
   რევერსი:
   წარწერა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ათი წლისაა".
   ბაფთა:
   წითელი (შინდისფერი) ფერის, კიდეებზე შავ-თეთრი წვრილი ზოლებით შუაში მწვანე ფართო ზოლით.

ზემოთ

/საიუბილეო მედალი "სანაპირო დაცვა 10 წლისაა"/
   ავერსი:
   საიუბილეო მედალი "სანაპირო დაცვა 10 წლისაა" არის მრგვალი ოქროსფერი ლითონის მედალიონი ზომით 35 მმ, რომლის ცენტრში გადაჯვარედინებულ ორ საზღვაო ღუზაზე გამოსახულია სასაზღვრო პოლიციის ემბლემა; მედალიონის გარშემო განლაგებულია წარწერა: "სასაზღვრო პოლიცია" და "სანაპირო დაცვა", რომლებიც ერთმანეთისაგან გამოიყოფა ორი შვიდქიმიანი ვარსკვლავით; მედალიონი ქართული ვაზის წნულის ორნამენტის დეტალით უკავშირდება ბაფთას.
   რევერსი:
   რევერსზე ამოტვიფრულია წარწერა: "სანაპირო დაცვა 10 წლისაა" და სასაზღვრო პოლიციის ემბლემის მთავარი სიმბოლო – "თამარ მეფის ხელრთვა".
   თამასა:
   მედლის თამასა ლივლივა ლაჟვარდის (ლურჯი) ფერისაა, ცენტრში ფართო თეთრი არშიით, კიდეებზე ორი მწვანე კანტით.
   ბაფთა:
   ლივლივა ლაჟვარდის (ლურჯი) ფერისაა, ცენტრში ფართო თეთრი არშიით, კიდეებზე ორი მწვანე კანტით, სიგანით 32 მმ.

ზემოთ

/საიუბილეო სამკერდე ნიშანი "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ათი წლისაა"/
   ავერსი:
   ოქროსფერი ციხე-კოშკი, რომელზედაც გამოსახულია ნორმანული ფარი მწვანე ველზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სიმბოლო, ფარის მტვირთველი ორი ოქროს ფერი ლომი რომლებიც დგანან სადევიზო ლენტზე წარწერით "1992-2002" და შემართული ხმლის, გადაჯვარედინებული ღუზის და ფრთების ერთიან კომპოზიციაზე. ზემოდან შვიდი შვიდქიმიანი ვარსკვლავი წვრილი ზოლებით შუაში მწვანე ფართო ზოლით.
   რევერსი:
   წარწერა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ათი წლისაა".

ზემოთ

/სამკერდე ნიშანი "სანაპირო დაცვა 1998-2008"/
   ავერსი:
   სამკერდე ნიშანი "სანაპირო დაცვა 1998-2008" არის ჰერალდიკური ფარი, რომლის ლურჯ (ლაჟვარდისფერი) ველზე გამოსახულია ირიბი ვერცხლის ჯვარი, სანაპირო დაცვის დროშისა და ემბლემის სიმბოლო. ცენტრში ზევიდან ქვევით დაშვებულ ოქროს ღუზაზე განლაგებულია მრგვალი ოქროსფერი ლითონის მედალიონი – სასაზღვრო პოლიციის ემბლემა, რომლის გარშემო ლურჯ (ლაჟვარდისფერი) არშიაზე ამოტვიფრულია წარწერა: "სანაპირო დაცვა" და "1998-2008", სამკერდე ნიშნის ზომაა 40 მმ.
   რევერსი:
   სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

ზემოთ

/სამკერდე ნიშანი "საპატიო მესაზღვრე"/
   ავერსი:
   ოქროსფერი ჯვარი (ბოლნური) მწვანე მინანქრით ფრთებში; ცენტრში – მგვრალი მედალიონი, მწვანე მინანქარზე ოქროსფერი საზღვრის ემბლემის გამოსახულება, გარშემო შავი მინანქარი წარწერით საპატიო მესაზღვრე. მედალიონის ქვევით გამოსახულია ღუზის, გადაჯვარედინებული ხმლების და ფრთის კომპოზიცია..
   რევერსი:
   სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

ზემოთ

/სამკერდე ნიშანი "ვეტერანი მესაზღვრე"/
   ავერსი:
   ოქროს ფერი ვარსკვლავი შვიდ ფრთიანი (ფრთა მალტური ჯვრის ფორმის) ცენტრში– მგვრალი მედალიონი, მწვანე მინანქარზე ოქროსფერი საზღვრის ემბლემის გამოსახულება, გარშემო შავი მინანქარი წარწერით–ვეტერანი მესაზღვრე.
   რევერსი:
   სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

ზემოთ

/სამკერდე ნიშანი "100 გასვლა საზღვარზე"/
   ავერსი:
   ღუზის, გადაჯვარედინებული ხმლების და ფრთის კომპოზიცია. ზემოდან ნორმანული ფარი მწვანე ველზე საზღვრის დაცვის სიმბოლოს გამოსახულებით. სამკერდე ნიშანს აგვირგვინებს წითელ (შინდისფერი) მინანქარზე ოქროსფერი წარწერა – 100.
   რევერსი:
   სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

ზემოთ

/სამკერდე ნიშანი "200 გასვლა საზღვარზე"/
   ავერსი:
   ღუზის, გადაჯვარედინებული ხმლების და ფრთის კომპოზიცია. ზემოდან ნორმანული ფარი მწვანე ველზე საზღვრის დაცვის სიმბოლოს გამოსახულებით. სამკერდე ნიშანს აგვირგვინებს წითელ (შინდისფერი) მინანქარზე ოქროსფერი წარწერა – 200.
   რევერსი:
   სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

ზემოთ

/სამკერდე ნიშანი "300 გასვლა საზღვარზე"/
   ავერსი:
   ღუზის, გადაჯვარედინებული ხმლების და ფრთის კომპოზიცია. ზემოდან ნორმანული ფარი მწვანე ველზე საზღვრის დაცვის სიმბოლოს გამოსახულებით. სამკერდე ნიშანს აგვირგვინებს წითელ (შინდისფერი) მინანქარზე ოქროსფერი წარწერა – 300.
   რევერსი:
   სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

ზემოთ

/სამკერდე ნიშანი "განწესის უფროსი"/
   ავერსი:
   ოქროს ფერი ბაროკალური ფარი, წითელ (შინდისფერი) ველზე გამოსახულია მგვრალი – აღმოსავლური ფარი მწვანე ველზე საზღვრის დაცვის სიმბოლოთი და ორი გადაჯვარედინებული ხმალი. სადევიზო ლენტი წარწერით – განწესის უფროსი.
   რევერსი:
   სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

ზემოთ

/სამკერდე ნიშანი "განწესის მორიგე"/
   ავერსი:
   ოქროსფერი ბაროკალური ფარი, მწვანე ველზე გამოსახულია საზღვრის დაცვის სიმბოლო. სადევიზო ლენტი წარწერით – განწესის მორიგე..
   რევერსი:
   სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

ზემოთ

/ოფიცრების თანრიგის აღნიშვნის სამკერდე ნიშანი, I,II და III ხარისხის/
   ავერსი:
   ნორმანული ოქროსფერი ფარი მწვანე ველზე საზღვრის დაცვის სიმბოლოს ოქროსფერი გამოსახულებით. კომპოზიციის ქვევით წითელ (შინდისფერი) მინანქარზე ლათინური I, II, III- თანრიგის ხარისხის აღნიშვნა.
   რევერსი:
   სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

ზემოთ

/ვადიანი, ზევადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების თანრიგის აღნიშვნის სამკერდე ნიშანი, I,II და III ხარისხის/
   ავერსი:
   ნორმანული ვერცხლისფერი ფარი მწვანე ველზე საზღვრის დაცვის სიმბოლოს ვერცხლისფერი გამოსახულებით. კომპოზიციის ქვევით წითელ (შინდისფერი) მინანქარზე ლათინური I, II, III- თანრიგის ხარისხის აღნიშვნა.
   რევერსი:
   სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს მოთავსებულია სამაგრი.

ზემოთ

/სამკერდე ნიშანი "სანაპირო დაცვა 1998-2008"/
   ავერსი:
   ინფრომაცია არ აირს.
   რევერსი:
   ინფრომაცია არ აირს.


შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: www.police.ge, www.gbg.ge, საკანონმდებლო მაცნე