საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების პირველი პირების საჰაერო ხომალდები

თარიღი: 2013-01-09 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 23998




საქართველო

        საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საჰაერო გზით გადაყვანას უზრუნველყოფს ავიაკომპანია "აირზენა", რომლის განკარგულებაშია ამ დროისთვის ერთი თვითმფრინავი Bombardier Challenger 850, სარეგისტრაციო ნომრით 4L-GAA. მეორე თვითმფრინავი - Gulfstream 450, სარეგისტრაციო ნომრით 4L-GAF, რომლის საფასურს იხდიდა თავდაცვის სამინისტრო, მისივე გადაწყვეტილებით დაუბრუნდება უკან მწარმოებელს. Gulfstream 450 პრეზიდენტსა და მთავრობას ემსახურებოდა 2011-2012 წლებში. მის შეძენამდე სარეგისტრაციო ნომერი 4L-GAF ეკუთვნოდა Bombardier Challenger 850-ს, იგივე CRJ 200-ს. ქვეყნის გარეთ ფრენისას პრეზიდენტის რეისის ნომერი არის TGZ1601/1602, ხოლო სამთავრობო რეისის კი - TGZ1603/04 (TGZ - ა/კ "აირზენასთვის" ICAO-ს მიერ მინიჭებული კოდი, რომელიც ემთხვევა ამ კომპანიის ერთერთი მფლობელის ინიციალებს - Tamaz Gaiashvili Zena). ქვეყნის შიგნით ფრენებისთვის პრეზიდენტსა და მთავრობას ემსახურება ავიაკომპანია "თუშეთის" კუთვნილი ვერტმფრენი Eurocopter EC-155, სარეგიტრაციო ნომრით 4L-AAA, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იქნა შეძენილი. Eurocopter EC-155 სამხედრო ექსპერტების თქმით აღჭურვილი უნდა იყოს ანტისარაკეტო სისტემით.

4L-GAA - Bombardier Challenger 850
4L-GAF - Gulfstream 450
4L-AAA - Eurocopter EC-155

სომხეთი

        სომხეთის პრეზიდენტისა და მთავრობის განკარგულებაშია სამი სამთვრობო თვითმფრინავი, რომლებიც ავიაკომპანია "Armavia"-ს მფლობელობაშია. პრეზიდენტს ემსახურება Airbus A319, სარეგისტრაციო ნომრით EK-RA01, ხოლო რეისის ნომერი საზღვარგარეთ ფრენისას არის RNV9001/9002 (RNV - ა/კ "Armavia"-სთვის ICAO-ს მიერ მინიჭებული კოდი). მთავრობას ემსახურება საბჭოური წარმოშობის ტუპოლევის Ту-134, სარეგისტრაციო ნომრით EK-65072 და იაკოვლევის Як-42Д სარეგისტრაციო ნომრით EK-42470.

EK-RA01 - Airbus A319
EK-65072 - Туполев Ту-134А-3
EK-42470 - Яковлев Як-42Д

აზერბაიჯანი

        აზერბაიჯანის სამთავრობო ფლოტი საქართველოსთან და სომხეთთან შედარებით მრავალფეროვანია. ფლოტის შემაგდენლობაში შედის სამი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძირითადი თვითმფრინავი არის Boeing 767-300 "Baku-1", სარეგისტრაციო ნომრით 4K-AI01, რომელიც აღჭურვილია ანტისარაკეტო, ჰაერში საწვავით გამართვისა და რადიო ჩახშობის საწინააღმდეგო სისტემებით. რეისის ნომერი არის AHY001/002 (AHY - აზერბაიჯანის ავიახაზებისათვის ICAO-ს მიერ მინიჭებული კოდი). ასევე მის განკარგულებაშია Airbus A319-115X CJ "Baku", სარეგისტრაციო ნომრით 4K-AZ01, Boeing 767-300, სარეგისტრაციო ნომერით 4K-BAKU-1 და Gulfstream G550, სარეგისტრაციო ნომრით 4K-AZ888. ქვეყნის შიგნით ფრენებისათვის აზერბაიჯანის მთავრობა ასევე სარგებლობს მილის Ми-8 ტიპის ვერტმფრენით, სარეგისტრაციო ნომერი 4K-BAKU-3. პრეზიდენტისა და მთავრობის საჰაერო გზით გადაყვანას უზრუნველფოფს აზერბაიჯანის ავიახაზები და ავიაკომპანია "Silk Way Business Aviation".

4K-AI01 - Boeing 767-300
4K-AZ01 - Airbus A319
4K-AZ888 - Gulfstream 550
4K-BAKU-1 - Boeing 767-300
4K-BAKU-3 - Миль Ми-8

თურქეთი

        თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს ემსახურება ორი სპეციალური მოდიფიკაციის თვითვმფრინავი. პირველი და მთავარი საჰაერო ტრანსპორტი არის Airbus A319-115X CJ (იყენებს ევროპაში, შუა აზიასა და აფრიკაში სამოგზაუროდ), სარეგისტრაციო ნომერი TC-ANA. ამ თვითმფრინავის სახმისი არის TCANA (Türkiye Cumhurieti ANA - თურქეთის რესპუბლიკა დედა). მეორე თვითმფრინავი არის Gulfstream G550, სარეგისტრაციო ნომერი TC-DAP, რომელსაც იყენებს შორ მანძილზე სამოგზაუროდ. რაც შეეხება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის განკარგულებაში არის Gulfstream IV, სარეგისტრაციო ნომერი TC-ATA, ხოლო სახმისი არის TCATA (Türkiye Cumhurieti ATA - თურქეთის რესპუბლიკა წინაპარი/უხუცესი). თურქულ ენაში სიტყვა ATA აღნიშნავს ოჯახის ან ქვეყნის ლიდერს (ათათურქი - თურქების მამა, უხუცესი თურქი). სწორედ ამ ფონზე TC-ATA აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის ლიდერს, რომლის პოსტიც ეკავა თვითონ ათათურქს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თვითმფრინავებისა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ემსახურება ავიაკომპანია "Turkish Airlines"-ის რამოდენიმე VIP და სპეციალური მოდიფიკაციის თვითმფრინავები. ყველა სამთავრობო საჰაერო ხომალდი იმართება თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ.

TC-ANA - Airbus A319
TC-DAP - Gulfstream 550
TC-ATA - Gulfstream IV

რუსეთი

        1941 წლის 23 ივნისს ვნუკოვოს აეროდრომზე ჩამოყალიბდა სპეციალური დანიშნულების მოსკოვის ავიაჯგუფი (МАГОН), რომელსაც დაევალა სსრკ-ს ხელმძღვანელი პირების გადაყვანა Ли-2, ПС-9 და С-47 თვითმფრინავებით. იოსებ სტალინმა მხოლოდ ერთხელ ისარგებლა სამთავრობო ავიაციის С-47-ით, მაშინ როდესაც სტუმრობდა თეირანის კონფერენციას. 40-იანი წლების ბოლოს სამთავრობო ავიაციის ფლოტში გაჩნდა მოდერნიზებულ სალონიანი Ил-12 და Ил-14. 1956 წლის 13 აპრილს შეიქმნა სპეციალური დანიშნულების ავია ქვედანაყოფი (АОН) მოსკოვის სარანსპორტო ავიაციის მმართელობის შემადგენლობაში. 1957 წლიდან ქვედანაყოფის ავიაპარკს შეემატა Ту-104 და Ил-18, რომელთაგანაც ბოლო ნ.ხრუშოვის საყვარელი თვითმფრინავი იყო, თუმცა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში გაფრინდა Ту-114-ით, რასაც მოჰყვა კურიოზული შემთხვევა. აეროპორტში არ მოიძებნა შესაბამისი ტრაპი, რომელიც მიუდგებოდა Ту-114-ს და ნ.ხრუშოვს თვითმფრინავიდან ჩამოსვლა მოუწია სახანძრო კიბით. უკან გამობრუნებამდე დამზადებულ იქნა ახალი ტრაპი. ნ.ხრუშოვს Ту-114-ით მეტი აღარ უმგზავრია. მის სიმპათიას Ил-18-ის მიმართ ხსნიდა იმით რომ, ამ თვითმფრინავს ჰქონდა 4 ძრავი, რომელთა ერთდროული ავარიული გამორთვა ნაკლებად სავარაუდო იყო და მას უსაფრთხოების განცდას ანიჭებდა. 1959 წელს სპეციალური დანიშნულების ავია ქვედანაყოფს სახელი შეეცვალა და გახდა სპეციალური დანიშნულების ავია ქვედანაყოფი №235, რომლის ავიაპარკს შეემატა Ту-124, Ту-134, Як-40, Ан-24 თვითმფრინავები და Ми-4 ვერტმფრენი. შორი მანძილის დასაფარავად გამოიყნებოდა Ту-116 - სტრატეგიული ბომბდამშენის Ту-95-ის სალონიანი ვარიანტი, 1963 აგებულ იქნა ტერმინალი Внуково-2, რომელიც დღემდე ღებულობს და ემსახურება სამთავრობო რეისებს. 1969 წელს ლ.ბრეჟნევი Ил-18-დან გადაჯდა Ил-62 თვითმფრინავზე, რომელიც გახდა და იყო სამთვრობო ავიაციის ფლაგმანი 1995 წლამდე. 1993 წელს ავია ქვედანაყოფ №235-ის ბაზაზე ჩამოყალიბდა სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანია "Россия". 1995 წელს ბ.ელცინის პრეზიდენტობის დროს Ил-62 შეიცვალა ახალი და თანამედროვე Ил-96-300ПУ (Пункт Управления) თვითმფრინავით (სარეგისტრაციო ნომერი RA-96012), რომელსაც მოდერნიზება ჩაუტარა შვეიცარულმა კომპანია "Jet Aviation"-მა. ვ.პუტინის მოსვლის შემდეგ ფლოტს კიდევ ერთი Ил-96-300ПУ (სარეგისტრაციო ნომერი RA-96016) შეემატა, რომელიც აღიჭურვა რუსეთში, თუმცა ბრიტანული კომპანიის "Dimonite Aircraft Furnishings" მეთვალყურეობითა და ტექნოლოგიით. 2009 წლის 31 იანვრიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და სხვა უწყებების პირველი პირების გადაყვანა ევალება სპეციალურ საფრენოსნო ქვედანაყოფ "Россия"-ს, რომელიც გამოეყო სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიას და დაექვემდებარა პრეზიდენტის საქმეთა მართვის განყოფილებას. სხვადასხვა დროს სამთავრობო ფლოტის შემადგენლობაში შეიდიოდა შემდეგი თვითმფრინავები და ვერტმფრენები: Ил-12, Ил-14, Ил-18, Ил-62, Ил-96, Ту104, Ту-114, Ту-134, Ту-154, Ту-204, Ту-214, Як-42, Ан-24, Ми-4, Ми-4 С, Ми-8, Ми-8 МТВ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოქმედი ბრძანებულებით სპეციალური საფრენოსნო ქვედანაყოფი "Россия" ემსახურება შემდეგ თანამდებობის პირებს: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ახლადარჩეულ და თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, მთვარობის თავმჯდომარეს, ფედერაციის საბჭოს ფედერალური სათათბიროს თავმჯდომარეს, სახელმწიფო დუმის ფედერალური სათათბიროს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

Ильюшин Ил-18Д
RA-75454 RA-75464
Ильюшин Ил-62М
RA-86466 RA-86467 RA-86468
RA-86540 RA-86559 RA-86561
RA-86712
Ильюшин Ил-96-300
RA-96017 RA-96018 RA-96019
Ильюшин Ил-96-300ПУ
RA-96012 RA-96012
Туполев Ту-134А-3
RA-65553 RA-65555 RA-65904
RA-65905 RA-65911 RA-65912
RA-65921 RA-65979 RA-65994
RA-65995
Туполев Ту-154М
RA-85001 RA-85019 RA-85084
RA-85629 RA-85631 RA-85645
RA-85659 RA-85686 RA-85843
Туполев Ту-204-300
RA-64057 RA-64057
Туполев Ту-214
RA-64504 RA-64505 RA-64506
Туполев Ту-214СР
RA-64515 RA-64516
Туполев Ту-214ПУ
RA-64517 RA-64520
Туполев Ту-214СУС
RA-64522 RA-64524
Яковлев Як-40
RA-87203 RA-87968 RA-87969
RA-87971 RA-87972 RA-88200
Миль Ми-8
RA-24299 RA-25137 RA-25529
RA-25533 RA-25538 RA-25540
RA-25827 RA-25833 RA-27015
RA-27016 RA-27017 RA-27018
RA-27080 RA-25187
Dassault Falcon 7X
RA-09007 RA-09009




საჰაერო ხომალდების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები










შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: TGZ1601 - www.scramble.nl, TGZ1601 - www.airnavsystems.com, RNV9001 - www.radioscanner.ru, AHY001 - www.vataware.com, 4L-AAA, 4L-GAF, 4L-GAA - www.gcaa.ge