"ღია ცის შესახებ" ხელშეკრულება

თარიღი: 2012-03-20 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 25557





I. მოკლე ისტორია

       1955 წელს ჟენევის კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა სსრკ-ს პრემიერ-მინისტრთან ნიკოლაი ბულგანინთან შეხვდერისას წარუდგინა მას "ღია ცის" ხელშეკრულების კონცეფცია, რაც გულისხმობდა სადამკვირვებლო ფრენებს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მოულოდნელი თავდასხმის ასაცილებლად. მაგრამ "ცივი ომის" შიშმა და ეჭვებმა სსრკ-ს გნერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი აიძულა უარი ექთვა ამ წიანდადებაზე. 34 წლის შემდეგ 1989 წელს ჯორჯ ბუში უფროსი ხელმოერედ შეეცადა რუსეთის დაყოლიებას, რაც უშედეგოდ არ დამთავრებულა. ჯ. ბუში ამ იდეას ამართლებდა "ნატოს" წევრ და "ვარშავის ხელშეკრულების" ქვეყნებს შორის სანდო და უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნის აუცილებლობით. პირველი კონფერნეცია გაიმართა 1989 თებერვალში ოტავაში, კანადა, ხოლო ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდა 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში, ფინეთი. 2002 წლის 1 იანვარს რაც რუსეთმა და ბელარუსმა მოახდინეს ხელშეკრულების რატიფიცირება შევიდა ძალაში. "ღის ცის შესახებ" ხელშეკრულების პირველი 26 წევრი ქვეყანაა: აშშ, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, თურქეთი, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, უნგრეთი, უკრაინა, ჩეხეთი. 2003 წელს ხელშეკრულებას შეურთდნენ ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია, ფინეთი და შვედეთი. 2004 წელს - სლოვენია და ხორვატია და 2005 წელს ესტონეთი და ლიტვა. კვიპროსი დიდი ხანია ელოდება გაწევრიანებას, მაგრამ თურქეთი ყოველთვის ბლოკავს მათ საკითხს. "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულება უვადოა, ასევე შეუზღუდავია წევრთა რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაწევრიანება, მაგრამ სხვა ქვეყნების გაწევრიანებისთვის აუცილებელია "ღია ცის საკონსულტაციო კომისიის" (OSCC) თანხმობა. კომისია შედგება ყველა წევრი ქვეყნისაგან და იკრიბება პეროიდულად წლიური კვოტების მისაღებად. ხელშეკრულებაში არსებობს პასიური, წვერი ქვეყანის მიერ დასაშვები სადამკვირვებლო ფრენების რაოდენობა და აქტიური კვოტა, წვერი ქვეყნისთვის ნებადართული შესასრულებელი ფრენების რაოდენობა. მაგალითად: გერმანია და იტალია ვალდებულნი არიან თავიანთ ტერიტორიაზე დაუშვან 12-12 ფრენა, მაშინ როცა აშშ-მ და რუსეთმა(ბელარუსთან ერთად) 42-42.

       ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებია:
  • ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია დაუშვას სადამკვირვებლო ფრენები საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე ტერიტორიულ წყლებსა და კუნძულებზე, რომელიც სრულდება სხვა წევრი ქვეყნის კუთვნილი თვითმფრინავით;
  • მისიის თვითმფრინავს აქვს ყველა სახის საჰაერო ხომალდის მიმართ უპირატესობა, გარდა ავარიულისა; ხოლო სადამკვირვებლო ფრენის გაუქმება შეიძლება ფრენის საფრთხის არსებობის და არა დასაკვირვებელი ქვეყნის უსაფრთხოების გამო;
  • წევრ ქვეყანას აქვს უფლება მიიღოს ნებისმიერი მისიის ჩანაწერები და მონაცემები (ქვეყნებს, რომელთაც არ შეუძლიათ მისიის შესრულება ან/და არ აქვთ აქტიური კვოტების რაოდენობა შეუძლიათ ამგვარად დააკვირდნენ სხვა წევრ ქვეყნებს, თუმცა გარკვეული თანხის გადახდა მაინც მოუწევს მონაცემების დამუშავების გამო).

II. თვითმფრინავები

       რუსეთის ფედერაციას ამჟამად ჰყავს ორი სახის სერთიფიცირებული თვითმფრინავი ღია ცის ხელშეკრულების მისიების შესასრულებლად, TU-154M-ON, რომელსაც იყენებს გაწევრიანების დღიდან და ფრენებს ასრულებს მხოლოდ აშშ-სა და კანადაში და AN-30 ევროპაში ფრენების შესასრულებლად. მესამე თვითმფრინავი TU-214-ON კი ტესტირებას გადის მომავალში მისიის ფარგლებში ფრენების შესასრულებლად.
       რუსეთის მსგავსად უკრაინა, რუმინეთი და ბულგარეთიც იყენებენ AN-30-ს სადამკვირვებლო მისიების შესასრულებლად. ჩეხეთმა კი უკვე 2003 წლიდან ხელშეკრულებისთვის გამოყოფილი AN-30 მოძველების გამო ექსპლუატაციიდან ამოიღო.
       ამერიკის შეერთებული შტატები ღია ცის ხელშეკრულების მისიებში 1993 წლიდან იყენებს OC-135B ტიპის თვითმფრინავებს, რომელიც არის ბოინგ-707-ის სპეციალური მოდიფიკაცია. მათგან 2 თვითმფრინავი მწყობრშია, ხოლო ერთი კი უკვე დაკონსერვებულია.
       წევრ ქვეყნებს შორის არსებობს ე.წ. "ქვეჯგუფები", რომლებიც იყნებენ საერთო თვითმფრინავებსა ან/და ერთად ასრულებენ მისიებს. მაგალიდათ, ასეთ ქვეჯგუფში გაერთიანებულნი არიან ბენელუქსი (ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი), იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, კანადა, საბერძნეთი, საფრანგეთი და ნორვეგია. ისინი იყენებენ საერთო С-130 H/E/J ტიპის თვითმფრინავებს. ბელარუსი და რუსეთის ფედერაცია მისიებს ასრულებენ ერთობლივად და იყენებენ ამ უკანასკნელის თვითმფრინავებს.
       გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ამჟამად მისიისთვის თვითმფრინავი გამოყოფილი არ ჰყავს, რაც განპირობებულია 1997 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფით, რა დროსაც გფრ-ის კუთვნილი მოდერნიზებული TU-154M, საბორტე ნომერით 11+02 ატლანტიკის ოკეანის თავზე ფრენისას ნამიბიის დასავლეთით ამერიკულ Lockheed C-141-ს შეეჯახა და ჩამოვარდა. მეორე TU-154M (11+01) კი გერმანიამ გაყიდა. ცხრილში მოყვანილია თვითმფრინავები ხელშეკრულების წევრ ქვეყნების მიხედვით (შენიშვნა: ცხრილი არასრულია)

თვითმფრინავები ქვეყნების მიხედვით
ქვეყანა ტიპი საბორტე ნომერი სურათი
ამერიკის შეერთებული შტატები OC-135B


AF-61-2670
AF-61-2672
AF-61-2674
ბულგარეთი AN-30 055
გაერთიანებული სამეფო Hawker Siddeley Andover C Mk 1 XS596
გერმანია TU-154M

11+01
11+02
თურქეთი CASA CN-235
იტალია C-130 Hercules

469
4651
კანადა C-130 Hercules 341
რუმინეთი AN-30 1105
რუსეთი AN-30




TU-154M-ON
TU-214-ON
01
04
87
RA-26226
RA-30078
RA-85655
RA-64519
საბერძნეთი C-130 Hercules
საფრანგეთი C-130 Hercules

61PB
61PC
უნგრეთი AN-26 603
უკრაინა AN-30 81
შვედეთი Saab 340B

001
005
ჩეხეთი AN-30 1107

III. სენსორები

       დაკვირვებისას დასაშვები სენსორების სახეობები ხელშეკრულებაში ზუსტად არის განმარტებული. გაწევრიანებამდე აღმოსავლეთის ქვეყნებში სენსორებმა შპიონაჟის დიდი შიში გამოიწვია, ამიტომაც მათი შესაძლებლობები ზუსტად განისაზღვრა და გარკვეულწილად შემცირდა. დასაკვირვებელ ქვეყანაში თვითმფრინავის ჩაფრენისას, მისი სენსორები დაფარული უნდა იყოს, შემდეგ ხდება მათი ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით შემოწმება და დაკვირვებაზე დაშვება. დამკვირვებელი ქვეყანა ვალდებულია თვითმფრინავის ბორტზე დაუშვას უცხო ან დასაკვირვებელი ქვეყნის ეკიპაჟი. ასევე შპიონაჟის საშიშროების შესამცირებლად ასრებობს კიდევ ერთი პირობა. დასაკვირვებელ ქვეყანას შეუძლია გამოყოს სენსორებით აღჭურვილი საკუთარი თვითმფრინავი, მაგრამ ამ შემთხვევაში ბორტზე დაიშვება მხოლოდ უცხო ქვეყნების ეკიპაჟები. გარადა ამისა, ღია ცის ხელშეკრულება ითვალისწინებს წევრ ქვეყნებს შორის ორმხრივ ხელშეკრულებებსაც, რომლის მიხედვითაც დამკვირვებელ ქვეყანას შეუძლია მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე დაკვირვება აწარმოოს საკუთარი თვითმფრინავითა და ეკიპაჟით. სენსორების ხედვის არე თვითმფრინავის თითო მხარეს შეადგენს 50 კმ-ს. ამასთანავე თვითმფრინავს დაკვირვების წარმოებისას შეუძლია მარშრუტის ორივე მხარეს გადაუხვიოს 50 კმ-ით, ჯამში დაკვირვების არე გამოდის 200 კმ. გასათვალისწიბელია. რომ მისიის თვითმფრინავს დაკვირვება შეუძლია არაწევრი ქვეყნის საზღვრიდან მაქსიმუმ 10 კმ-ის სიახლოვეში.
       სადამკვირვებლო მისიებში მონაწილე თვითმფრინავები იყენებენ სამი სახის სენსორს: ოპტიკურ კამერებს, სინთეთიკური აპერტურისა და ინფრაწითელი ხაზოვანი სკანირების რადარებს, რომელთა შესაძლებლობები განსხვავებულია და ავსებს ერთიმეორის ნაკლოვანებებს. ოპრტიკური კამერებიც სამი სახისაა: პანორამული ხედვის, კადრული და ვიდეო. ქვემოთ მოცემულია სენსორების შესაძლებლობები.

       ოპტიკური კამერა
  • 30 სმ მაქსიმალური ზედაპირის გარჩევადობა;
  • დამოკიდებულია ამინდსა და დღის შუქზე;
  • ერთი კამერა დამაგრებულია ვერტიკალურად, ორი - კი დახრილად.
       ზედაპირის 30 სმ-იანი გარჩევადობა ნიშნავს, რომ კამერის მიერ გადაღებულ სურათზე შესაძლებელია იმ ობიექტების გარჩევა რომელთა ზომა აღემატება 30 სმ-ს. ზედაპირის გარჩევადობის 30 სმ-იანი ლიმიტის გათვალისწინებით ქვემოთ მოყვანილია ის მაგალითები, რაც შეუძლია და რაც არ შეუძლია ოპტიკურ კამერებს:
  • შესაძლებელია პატარა თვითმფრინავების ტიპის იდენტიფიცირება (მაგ.: F-14, F-15, F-16), მაგრამ შეუძლებელია თვითმფრინავის სპეციფიკური მოდელის გარჩევა, მაგალითად: F-16A-ის F-16C-სგან;
  • შესაძლებელია თვითმფინავის ფრთებზე სახმისის რიცხვებისა და ასოების წაკითხვა, მაგრამ შეუძლებელია ჰაერის სიჩქარის მზომის გარჩევა;
  • შესაძლებელია თვითმფრინავის ფრთებზე დაკიდებული შეიარაღების დაფიქსირება, მაგრამ შეუძლებელია მათი სახეობისა და მოდელის გარჩევა;
  • შესაძლებელია F-16 გამანaდგურებლის მისი სავარჯიშო მოდელისგან გარჩევა ფანარის მოყვანილობით, მაგრამ შეუძლებელია შესაბამისს გამანადგურებელ მოდელზე კილის ან ფლუგერის გარჩევა;
  • შესაძლებელია გემბანზე არსებული შეიარაღებისა და მთავარი ელექტრონიკის დაფიქსირება, მაგრამ შეუძლებელია მათი ტიპის და მოდელის გარჩევა;
  • შესაძლებელია ნავსაყუდელზე მისაბმელი ბაწრების დაფიქსირება, მაგრამ შეუძლებელია გემზე ტონაჟის მაჩვენებლის გარჩევა;
  • შესაძლებელია გემბანზე აღმართული დაწნული ბაწრების არსებობის დაფიქსირება, მაგრამ შეუძლებელია ანძის გარჩევა;
  • შესაძლებელია პატარა მანქანების გარჩევა (მაგ.: პიკაპის სატვირთოსგან), მაგრამ შეუძლებელია პატარა ზომის უზრუნველყოფის აღჭურვილობის გარჩევა.
       სინთეთიკური აპერტურის რადარი
  • 3 მ მაქსიმალური ზედაპირის გარჩევადობა;
  • დამოკიდებული არ არის ამინდსა და დღის შუქზე.
       სინთეთიკური აპერტურის რადარის სურათი არის ერთგვარი არეკვლის საზომი, რომელიც დამოკიდებულია ობიექტის მიერ სხივების შთანთქმაზე. ამიტომ ბრეზენტი, რომელიც მალავს რაიმე ობიექტს, შესაძლებელია არაეფექტური იყოს რადარის გამოსხივებისგან დამალვისას, რადგან იგი თითქმის არ შთანთქავს ელექტორომაგნიტურ სხივს და წარმოადგენს ერთგვარ გამტარს. ზედაპირის გარჩევადობის 3 მ-იანი ლიმიტის გათვალისწინებით შესაძლებელია:
  • აეროდრომების დაფიქსირება;
  • მათზე პატარა თვითმფრინავების არსებობის ან არ არსებობის დაფიქსირება;
  • ავტოპარკის გადატვირთულობის განსაზღვრა;
  • პატარა გემებისა და მათი ნაკვალევის დაფიქსირება.
       ინფრაწითელი ხაზოვანი სკანირების რადარი
  • 50 სმ მაქსიმალური ზედაპირის გარჩევადობა;
  • დამოკიდებული არ არის ამინდსა და დღის შუქზე.
       ინფრაწითელი რადარის სურათი არის ობიექტისგან გამოსხივებული სითბური ენერგიის დონის გრაფიკული მაჩვენებელი. ობიექტები მზისგან, ხელოვნურად ან სხვა საშუალებებით ხურდებიან და გამოყოფენ სითბურ ენერგიას. ინფრაწითელი სენსორი ზომავს გამოყოფილ ენერგიას, რომელიც შეესაბამება ობიექტის ზედაპირის ტემპერატურას და ამგვარად უზრუნველყოფს ტემპერატურის სხვაობის დაფიქსირებას. ზედაპირის გარჩევადობის 50 სმ-იანი ლიმიტის გათვალისწინებით შესაძლებელია:
  • დაქოქილი მანქანების დაფიქსირება მათგან წარმოქმნილი სითბოს საშუალებით;
  • შენობაში "ცხელი" წერტილების ჩვენება;
  • გემების, თვითმფრინავებისა და მანქანების იდენტიფიცირება;
  • "ღამის აქტივობების" ჩვენება.
       სენსორების გათიშვა აუცილებელია შემდეგ შემთხვევებში
  • როდესაც თვითმფრინავის სიმაღლე დაბალია სპეციფიკური სენსორისთვის დასაშვებ სიმაღლეზე;
  • როდესაც თვითმფრინავი მარშრუტიდან გადავა 50კმ-ზე მეტი მანძილით მარშრუტის რომელიმე მხარეს;
  • როდესაც თვითმფრინავი იმყოფება გადაფრენის რეჟიმში (უშუალოდ დაკვირვების დაწყებამდე სენროსები დაფარული უნდა იყოს);
  • თვითმფინავის მობრუნებისას (ამ დროს შესაძლებელია ხედვის არე აღემატებოდეს დასაშვებ არეს).

IV. საქართველო და "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულება

       საქართველომ ხელშეკრულებას ხელი 1994 წლის 24 მარტს მოაწერა, ხოლო რატიფიცირება კი საქართველოს პარლამენტმა 1998 წლის 12 ივნისს მოახდინა, რითაც გახდა ხელშეკრულების მონაწილე 23-ე ქვეყანა. პირველი სადამკვირვებლო მისია საქართველოში შესრულდა 2004 წლის 16 თებერვალს რუსეთისა და უკრაინის მიერ, ხოლო საქართველომ პირველი სადამკვირვებლო მისია საფრანგეთთან და პორტუგალისთან ერთად შეასრულა 2005 წლის 23 მაისს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. 2010 წლის 4 ივნისის მდგომარეობით სულ საქართველომ, როგორც დამკვირვებელმა ქვეყანამ შეასრულა 5 მისია, ყველა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ხოლო სტუმრად მიიღო 21 ეკიპაჟი სხვადასხვა ქვეყნების მეთაურობით.

საქართველოსთან დაკავშირებული მისიები
თარიღიდამკვირვებელი ქვეყანადასაკვირვებელი ქვეყანა
23.05.2005საქართველო, პორტუგალია, საფრანგეთირუსეთი
23.10.2006საქართველო, გაერთიანებული სამეფორუსეთი
20.08.2007საქართველო, ნორვეგიარუსეთი
28.07.2008საქართველო, აშშრუსეთი
31.08.2009საქართველო, გაერთიანებული სამეფორუსეთი
---
16.02.2004რუსეთი, უკრაინასაქართველო
09.08.2004თურქეთი, გერმანიასაქართველო
25.10.2004ბენელუქსი, საბერძნეთი, ესპანეთისაქართველო
25.07.2005თურქეთი, გერმანიასაქართველო
22.08.2005გაერთიანებული სამეფო, რუსეთისაქართველო
21.11.2005ბენელუქსი, საბერძნეთი, ესპანეთისაქართველო
13.06.2006გაერთიანებული სამეფო, რუსეთისაქართველო
30.10.2006ბენელუქსი, საბერძნეთი, ესპანეთისაქართველო
06.11.2006თურქეთი, გერმანია, საფრანგეთისაქართველო
27.11.2006კანადა,იტალია, შვედეთისაქართველო
23.04.2007გაერთიანებული სამეფო, რუსეთისაქართველო
24.09.2007თურქეთი, გერმანია, საფრანგეთისაქართველო
16.10.2007ბენელუქსი, საბერძნეთი, ესპანეთისაქართველო
06.11.2007კანადა, იტალია, უნგრეთისაქართველო
31.03.2008კანადა, იტალია, საფრანგეთისაქართველო
04.07.2009კანადა, იტალია, საფრანგეთისაქართველო
03.09.2009თურქეთი, გერმანიასაქართველო
28.09.2009გაერთიანებული სამეფო, რუსეთისაქართველო
19.10.2009ბენელუქსი, საბერძნეთი, ესპანეთისაქართველო
12.04.2010თურქეთი, გერმანიასაქართველო
24.05.2010კანადა, იტალია, საფრანგეთისაქართველო




შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: www.ntip.navy.mil, www.osce.org, საკანონმდებლო მაცნე