საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები

თარიღი: 2013-08-14 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 23822





/მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"/
   მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული" აჯილდოვებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებისათვის, როგორც საომარი მდგომარეობისას, ისე მშვიდობიანობის პერიოდში:
   -სამხედრო ნაწილებისა და შენაერთების წარმატებული საბრძოლო მოქმედებებისათვის;
   -სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში სამხედრო და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის;
   -საგანგებო დავალებების სანიმუშოდ შესრულებისათვის.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - ლითონის მოოქროვილი დისკო, გამოსახულება ლომი (რელიეფი) - "კოლხური თეთრიდან" დიამეტრი 30მმ.
   მედლის ლენტი - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი მუქი წითელი ფერის, სამი გრძივი შავი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.
   მედლის თამასა - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი მუქი წითელი ფერის, სამი გრძივი შავი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

ზემოთ

/მედალი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"/
  მედლით "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" აჯილდოვებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დაცვის საქმეში გამოჩენილი თვალსაჩინო დამსახურებებისათვის.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - დისკზე გამოსახულია ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის განზოგადებული პორტრეტი (პროფილში), ზომა - 30მმ., მასალა - ოქრო მედლის მთლიანი ზედაპირი პრიალა.
   მედლის ლენტი - ბამბა ნარევი აბრეშუმის ყავისფერი ქსოვილი, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.
   მედლის თამასა - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი მუქი ლურჯი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერის ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

ზემოთ

/მედალი "საბრძოლო იარისათვის"/
   მედლით "საბრძოლო იარისათვის" აჯილდოვებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს რომლებმაც საბრძოლო დავალების შესრულებისას და კონფლიქტური ვითარებების დროს მიიღეს ჭრილობა, ან სხეულის სხვა დაზიანება, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა ესაჭირეობა.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - გამოსახულება მედლის დისკოზე (დიამეტრი - 30მმ) - რაინდის ფარი რელიეფური (დიაგონალზე) "მახვილით". დისკოს აქვს ორმაგი კანტი (ბორტი) და წერტილოვანი სალტე. მასალა - "ოქრო".
   მედლის ლენტი - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ხუთი გრძივი ცისფერი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.
   მედლის თამასა - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ხუთი გრძივი ცისფერი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

ზემოთ

/მედალი "გენერალი მაზნიაშვილი"/
   მედლით "გენერალი მაზნიაშვილი" აჯილდოვებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადებისა და ბატალიონების (დივიზიონების, ესკადრილიების) მმართველობისა და შტაბების ოფიცრებს, გენერალური შტაბის ოფიცრებს, შეიარაღებული ძალების სახეობების მმართველობისა და შტაბების ოფიცრებს წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ინიციატივისთვის.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - მედლის დისკოს არ აქვს ბორტი, გენერლის პორტრეტის წინ მოთავსებულია დაბალი რელიეფით წარწერა "მაზნიაშვილი". მასალა - ვერცხლი, მედალი მთლიანად მქრალია, პორტრეტი და ფონი.
   მედლის ლენტი - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.
   მედლის თამასა - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

ზემოთ

/მედალი "გენერალი კვინიტაძე"/
   მედლით "გენერალი კვინიტაძე" აჯილდოვებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადებისა და ბატალიონების (დივიზიონების, ესკადრილიების) მმართველობისა და შტაბების ოფიცრებს, გენერალური შტაბის ოფიცრებს, შეიარაღებული ძალების სახეობების მმართველობისა და შტაბების ოფიცრებს საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - მედალზე გამოსახულია გენერალ კვინიტაძის განზოგადებული პორტრეტი - პროფილე. გარშემორტყმულია კანტით ზომა 30მმ, მასალა - ვერცხლი, გენერლის პორტრეტი - პრიალა, ფონი - მქრქალი.
   მედლის ლენტი - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი შავი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 5მმ და 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.
   მედლის თამასა - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი შავი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ზოლების სიგანე 5მმ და 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

ზემოთ

/მედალი "სიცოცხლის გადარჩენისთვის"/
  მედლით "სიცოცხლის გადარჩენისთვის" აჯილდოვებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს რომლებმაც:
   -საომარი მოქმედებების დროს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაღუპვას გადაარჩინეს საომარი მოქმედებების რაიონში მყოფი სამოქალაქო პირები ან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები;
   -მშვიდობიანობის პერიოდში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს უბედურების ზონაში დარჩენილი ადამიანები;
   -საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გააუვნებელყვეს სიცოცხლისათვის საშიში ქიმიური, რადიაქტიული და ფეთქებადი ნივთიერებები, რითაც თავიდან აიცილეს ადამიანების მსხვერპლი.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - ფორმა "დროშა-ჯვრის" ვერცხლის. დროშა ჯვრის შუაგულში მოთავსებულია ქმინდა ნინოს ჯვრის რელიეფური ფიგურა. (პრიალა) ჯვრის ფონი - მქრქალი. მედლის ზომა - 30მმ. ბორტი რელიეფური, პრიალა.
   მედლის ლენტი - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი წითელი ფერის, სამი გრძივი თეთრი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.
   მედლის თამასა - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი წითელი ფერის, სამი გრძივი თეთრი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხო ზოლის სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

ზემოთ

/მედალი "საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის"/
  მედლით "საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის" აჯილდოვებენ საქართველოს შეიარეღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს რომლებმაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გამოიჩინეს თავი უმწიკლო სამსახურით.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - ვერცხლის, დიამეტრი 30მმ. გამოსახულება მედალზე - არწივი მკერდზე რაინდის ფარით, ფარზე - გორგასლიან-დავითიანი ჯვარი, არწივის თავზევით - რვაქიმიანი ვარსკვლავი (ღვთისმშობლის ვარსკვლავი).
   მედლის ლენტი - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ორი გრძივი თეთრი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.
   მედლის თამასა - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ორი გრძივი თეთრი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

ზემოთ

/მედალი "საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკლო სამსახურისათვის (ბრინჯაო)"/
   ბრინჯაოს მედლით "საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკლო სამსახურისათვის" ჯილდოვდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უწყვეტი 5 წლის უმწიკლო სამსახურისთვის:
   - საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისთვის, ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის ათვისებისთვის.
   - სამსახურებრივ მოღვაწეობაში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის.
    - ხელმძღვანელობის სპეციალური დავალებების წარმატებით შესრულებისათვის.
    - სამხედრო მოვალეობის მოხდისას გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის.
    - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პერიოდში სამშობლოს წინაშე სხვა დამსახურებისათვის.
    მედლის ზოდაგი აღწერილობა - ვარსკვლავში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო (ისტორიული) დროშის სამხედრო ვერსიის რელიეფური გამოსახულება წრეში. (ფიგურას ეწოდება "ჯვარი გორგასლიან-დავითიანი.")
   მედლის ლენტი - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა წითელი ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.
   მედლის თამასა - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა წითელი ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

ზემოთ

/მედალი "საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკლო სამსახურისათვის (ვერცხლი)"/
   ვერცხლის მედლით "საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკლო სამსახურისათვის" ჯილდოვდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უწყვეტი 10 წლის უმწიკლო სამსახურისთვის:
    - საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისთვის, ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის ათვისებისთვის.
    - სამსახურებრივ მოღვაწეობაში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის.
    - ხელმძღვანელობის სპეციალური დავალებების წარმატებით შესრულებისათვის.
    - სამხედრო მოვალეობის მოხდისას გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის.
    - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პერიოდში სამშობლოს წინაშე სხვა დამსახურებისათვის.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - ვარსკვლავში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო (ისტორიული) დროშის სამხედრო ვერსიის რელიეფური გამოსახულება წრეში. (ფიგურას ეწოდება "ჯვარი გორგასლიან-დავითიანი.")
   მედლის ლენტი - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა თეთრი ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.
   მედლის თამასა - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა თეთრი ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

ზემოთ

/მედალი "საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკლო სამსახურისათვის (ოქრო)"/
   ოქროს მედლით "საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკლო სამსახურისათვის" ჯილდოვდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უწყვეტი 15 წლის უმწიკლო სამსახურისთვის:
    - საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისთვის, ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის ათვისებისთვის.
    - სამსახურებრივ მოღვაწეობაში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის.
    - ხელმძღვანელობის სპეციალური დავალებების წარმატებით შესრულებისათვის.
    - სამხედრო მოვალეობის მოხდისას გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის.
    - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პერიოდში სამშობლოს წინაშე სხვა დამსახურებისათვის.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - ვარსკვლავში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო (ისტორიული) დროშის სამხედრო ვერსიის რელიეფური გამოსახულება წრეში. (ფიგურას ეწოდება "ჯვარი გორგასლიან-დავითიანი.")
   მედლის ლენტი - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.
   მედლის თამასა - ბამბა ნარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირაოქროსფერი ზოლების სიგანე 1,5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

ზემოთ

/მედალი "სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის"/
   მედლით "სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის" ჯილდოვდებიან სამხედრო მოსამსახურეები სტიქიური მოვლენების ან/და მისი შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების დროს, აგრეთვე მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის. მედლით "სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის" სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
   მედლის ზოდაგი აღწერილობა - მასალა - ლითონი ბრინჯაოს შეფერილობით. ავერსი - გამოსახულება გადაჭდობილი ხელები (რელიეფი), რელიეფური წარწერით. რევერსი - თავისუფალი (გამოსახულების და წარწერის გარეშე).
   მედლის თამასა - ავერსი - ესკიზის შესაბამისად. რევერსი - თითბერის ფირფიტა, ამოტვიფრული ხუთნიშნა მედლის ნომრით.


შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: www.mod.gov.ge, www.president.gov.ge, საკანონმდებლო მაცნე